ჭანჭახი (მდინარე)

ჭანჭახი — მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარ ჭანჭახზე, 3025 მ სიმაღლეზე. სიგრძე 21,6 კმ, აუზის ფართობი 185 კმ², საზრდოობს თოვლის, მყინვარული, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია წყალდიდობა აპრილიდან ოქტომბრამდე და წყალმცირობა ნოემბრიდან აპრილამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,77 მ³/წმ.

ლიტერატურა

↑დაბრუნება უკან

სხვა ენაზე წაკითხვა

ეს გვერდი ხელმისაწვდომია 2 ენაზე

ბოლოს შეიცვალა 11 მარტი 2013-ში, 21:17-ზე