ოქტომბერი

წლის მეათე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოქტომბერი (მრავალმნიშვნელოვანი).

ოქტომბერი (ლათ. October) — გრიგორიანული კალენდრის მეათე თვე. ოქტომბერში 31დღე-ღამეა.

<< ოქტომბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
2024

სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მერვე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად octem — რვა), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — სთვლისა, ძველქართული სახელწოდებაა ღვინობისთვე.

ოქტომბერი არის შემოდგომის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და გაზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ოქტომბრის ზოდიაქოს ნიშნებია სასწორი და ღრიანკალი. ოქტომბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც იანვარი, გარდა ნაკიანი წლისა.

სთვლისა რედაქტირება

კორნელი კეკელიძე სთვლისას 5 სექტემბერი — 4 ოქტომბრით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „სთულისაჲ“ (თთუე) არის წმიდა ქართული სახელი იმ თვისა, რომელშიც ადგილი ჰქონდა სთველს ან რთველს, ეს იგი ნაყოფის შეგროვებას. იგი მნიშვნელობით იგივეა რაც სომხური „ქაღოც“.

 
„ესრეთ აღესრულნეს ბევრნი იგი თთუესა სთულისასა ოცდახუთსა, დღესა შაბათსა[3].“
 
„კალისტრატე და მისთანანი იწამნეს თთუესა სთულისასა ოცსა[4].“
 
„და აღესრულა ოცდაექუსსა სთულისასა წმიდაჲ იგი რიფსიმე[5].“

ოქტომბრის მნიშვნელოვანი მოვლენები რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
  2. კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101-102
  3. ათონ. №57, 325, H 535, 157
  4. H 341, გვ. 801
  5. A 511