სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მყინვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

მყინვარიდედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ყინულის მასა, რომელიც სიმძიმის ძალის ზეგავლენით მოძრაობს. მყინვარი მიიღება იქ, სადაც თოვლი ბევრად მეტი მოდის, ვიდრე დნება. მაღალ განედებში მყინვარი ვაკეებზეც გვხვდება, დაბალ განედებში – მთებში. მყინვარის გადაადგილების სიჩქარე რამდენიმე სანტიმეტრიდან 200 მეტრამდე მერყეობს წელიწადში. სიჩქარე დამოკიდებულია მოსული თოვლის რაოდენობაზე, ფერდობის დახრილობასა და ზედაპირის აგებულებაზე.

მყინვარწვერი, საქართველო.
მყინვარი პერიტო-მორენო პატაგონიის მთებში, არგენტინა.

არსებეობს მყინვარის შემდეგი სახეობები: ხმელეთის (ანტარქტიდა, გრენლანდია), შელფური და მთის. მსოფლიო მყინვარების საერთო ფართობი ხმელეთის ზედაპირის 11 %-ს შეადგენს.

ზღვაში ჩაცურებული ხმელეთის მყინვარის კიდეების მოტეხვით მიღებული მცურავი ან მეჩეჩზე აღმართული ყინულის გიგანტური ნატეხი არის აისბერგი.

პერიტო-მორენო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება