ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაცია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1947 წლის 18 - 20 აპრილს პარიზში გაიმართა ფრენბურთის საერთაშორისო ფედერაციის (Federation Internationale de Volleyball - FIVB) დამფუძნებელი კონგრესი. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: ბრაზილია, უნგრეთი, ეგვიპტე, იტალია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, აშშ, ურუგვაი, საფრანგეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია.

ფრენბურთის ფედერაციის ლოგო

ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ლოზანაში.

სამუაშო ენებია: ფრანგული, რუსული, ინგლისური და ესპანური.

ამჟამინდელი პრეზიდენტია ვეი ცზიჩუნი (ჩინეთი).

ფედერაციის უმაღლესო ორგანოა მსოფლიო კონგრესი, რომელიც იკრიბება ორ წელიწადში ერთხელ. კონგრესი ოთხი წლის ვადით ირჩევს პრეზიდენტს და ადმინისტრაციულ საბჭოს, რომელიც კონგრესებს შორის უძღვება ფედერაციის მუშაობას. ადმინისტრაციულ საბჭოსთან ერთად მუშაობენ კომისიები (იურიდიული, ფინანსური, პრესის, წესების, საარბიტრაჟო, ტექნიკური, სამედიცინო, განვითარების, სატელევიზიო და მასობრივი საშუალებების) და კომიტეტები (საინვენსტიციო და დისციპლინარული). გარდა ამისა შექმნილია 4 სპეციალური საბჭო - სპორტული შეჯიბრებების, პლაჟის ფრენბურთის, მსოფლიო ლიგის და მსოფლიოს დიდი პრიზის.

1961 წლის მარსელის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნილიყო ხუთი რეგიონალური კომისია, რომლებიც თავად მიხედავდა ფრენბურთის განვითრებას თავიანთ კონტინენტებზე. შეიქმნა ევროპის, აზიის (ოკეანეთთან ერთად), აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის და სამხრეთ ამერიკის ფრენბურთის კომისიები. 1972 წლის კონგრესზე კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეს კომისიები გადაკეთებულიყო კონტინენტალურ ფედერაციებად.

დღეისათვის ფედერაციის წევრია 222 ქვეყანა.

ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია:

პლაჟის ფრენბურთის საბჭო ატარებს

კონტინენტალური ფედერაციები და მისი წევრი ქვეყნები რედაქტირება

ევროპის ფრენბურთის კონფედერაცია
  ავსტრია   აზერბაიჯანი   ალბანეთი   ანდორა   სომხეთი
  ბელარუსი   ბელგია   ბულგარეთი   ბოსნია და ჰერცეგოვინა   გერმანია
  გიბრალტარი   გრენლანდია   დანია   ესპანეთი   ესტონეთი
  თურქეთი   ინგლისი   საბერძნეთი   საქართველო   ირლანდია
  ისრაელი   ისლანდია   იტალია   კვიპროსი   ლატვია
  ლიეტუვა   ლიხტენშტაინი   ლუქსემბურგი   ჩრდილოეთი მაკედონია   მალტა
  მოლდოვა   მონაკო   ნორვეგია   პოლონეთი   პორტუგალია
  რუმინეთი   რუსეთი   სან-მარინო   საფრანგეთი   სერბეთი
  სლოვაკეთი   სლოვენია   უელსი   უკრაინა   უნგრეთი
  ფარერის კუნძულები   ფინეთი   შვედეთი   შვეიცარია   მონტენეგრო
  შოტლანდია   ჩეხეთი   ჩრდილოეთი ირლანდია   ხორვატია   ნიდერლანდები
აზიის და ოკეანეთის ფრენბურთის კონფედერაცია (Asian Volleyball Confederation - AVC)
  ავსტრალია   ავღანეთი   ამერიკის სამოა   არაბთა გაერთიანებული საამიროები   აღმოსავლეთი ტიმორი
  ახალი ზელანდია   ბანგლადეში   ბაჰრეინი   ბრუნეი   ბჰუტანი
  გუამი   ერაყი   ვანუატუ   ვიეტნამი   თურქმენეთი
  იემენი   იაპონია   ინდოეთი   ინდონეზია   ირანი
  იორდანია   კამბოჯა   კირიბატი   სამხრეთი კორეა   კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
  კუკის კუნძულები   ლაოსი   ლიბია   მიანმარი   მაკაო
  მალაიზია   მალდივი   მიკრონეზიის ფედერაციული შტატები   მარშალის კუნძულები   მონღოლეთი
  ნეპალი   ნიუე   ომანი   პაკისტანი   პალაუ
  პალესტინა   პაპუა-ახალი გვინეა   სამოა   საფრანგეთის პოლინეზია   საუდის არაბეთი
  სირია   სოლომონის კუნძულები   ჩინეთის ტაიბეი   ტაილანდი   ტაჯიკეთი
  ტონგა   ყაზახეთი   კატარი   ყირგიზეთი   ჩინეთი
  უზბეკეთი   ფილიპინები   ფიჯი   ქუვეითი   ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  შრი-ლანკა   ჰონგ-კონგი
აფრიკის ფრენბურთის კონფედერაცია (Confédération Africaine de Volleyball - CAV)
  ალჟირი   ანგოლა   ბენინი   ბოტსვანა   ბურკინა-ფასო
  ბურუნდი   გაბონი   გამბია   განა   გვინეა
  გვინეა-ბისაუ   ეგვიპტე   ეკვატორული გვინეა   ერიტრეა   ზამბია
  ზიმბაბვე   კაბო-ვერდე   კამერუნი   კენია   კომორის კუნძულები
  კონგოს რესპუბლიკა   კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა   კოტ-დ’ივუარი   ლესოთო   ლიბერია
  ლიბია   მავრიკი   მავრიტანია   მადაგასკარი   მალავი
  მალი   მაროკო   მოზამბიკი   ნამიბია   ნიგერი
  ნიგერია   რუანდა   სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა   სან-ტომე და პრინსიპი   ესვატინი
  სეიშელის კუნძულები   სენეგალი   სომალი   სუდანი   სიერა-ლეონე
  ტანზანია   ტოგო   ტუნისი   უგანდა   ჩადი
  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა   ჯიბუტი
ჩრდილოეთ ამერიკის ფრენბურთის კონფედერაცია (North, Central America and Caribbean Volleyball Confederation - NORCECA
  ანგილია   ანტიგუა და ბარბუდა   არუბა   ამერიკის ვირჯინიის კუნძულები   აშშ
  ბაჰამის კუნძულები   ბარბადოსი   ბელიზი   ბერმუდის კუნძულები   ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები
  გვატემალა   გვატემალა   გრენადა   დომინიკა   დომინიკანელთა რესპუბლიკა
  იამაიკა   კაიმანის კუნძულები   კანადა   კოსტა-რიკა   კუბა
  მარტინიკა   მექსიკა   მონსერატი   ნიკარაგუა   ნიდერლანდის ანტილები
  პანამა   პუერტო-რიკო   სალვადორი   სენტ-ვინსენტი და გრენადინები   სენტ-კიტსი და ნევისი
  სენტ-ლუსია   სურინამი   ტრინიდადი და ტობაგო   ჰაიტი   ჰონდურასი
სამხრეთ ამერიკის ფრენბურთის კონფედერაცია (Confederación Sudamericana de Voleibol - CSV)
  არგენტინა   ბოლივია   ბრაზილია   გაიანა   ეკვადორი
  ვენესუელა   კოლუმბია   პარაგვაი   პერუ   საფრანგეთის გვიანა
  ურუგვაი   ჩილე

ლიტერატურა რედაქტირება

  • სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
  • Волеибол. Справочник. Москва. изд. ,,ФиС’’ 1982
  • МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. ,,ФиС’’ 1979
  • Волейбол: Энциклопедия. Сост. В. Л. Свиридов, О. С. Чехов — Томск: «Компания Янсон», 2001.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება