ტაშტახტი

უღელტეხილი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და არტაანის პრ

ტაშტახტიუღელტეხილი საქართველოსა და თურქეთის (არტაანის პროვინცია) საზღვარზე, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედზე, გოდერძის უღელტეხილის სამხრეთით, მდინარე ხირხატისწყლის (სხალთის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2291 . ტაშტახტის მიდამო აგებულია პალეოგენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ანდეზიტური განფენებით. კალთები შემოსილია სუბალპური ბალახეულით.

ტაშტახტი
კოორდინატები: 41°33′17″ ჩ. გ. 42°34′32″ ა. გ. / 41.5549694° ჩ. გ. 42.5758000° ა. გ. / 41.5549694; 42.5758000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
არტაანის პროვინცია
სიმაღლე 2291 
ქედი არსიანის ქედი
ამგებელი ქანები ტუფ-ბრექჩია, ტუფ-ქვიშაქვა და ანდეზიტური განფენები
ტაშტახტი — საქართველო
ტაშტახტი
ტაშტახტი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ტაშტახტი

ლიტერატურა რედაქტირება