პაატა ბარათაშვილი

პაატა ბარათაშვილი (დ. 1 იანვარი, 1953, თბილისი) — ქართველი მსახიობი, პოლიტიკოსი.

პაატა ბარათაშვილი
დაბადების თარიღი 1 იანვარი, 1953 (1953-01-01) (71 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

1970-1971 წლებში მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენის მუშად. 1975 წლიდან მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი.

გადაღებულია ფილმებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება