სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე.

ლეილა კონსტანტინეს ასული გორდელაძე (დ. 15 აპრილი, 1927, თბილისი — გ. 19 მარტი, 2004, იქვე) — ქართველი რეჟისორი და ფსიქოლოგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977)

ლეილა გორდელაძე
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1927
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 2004 (76 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თსუ
პროფესია რეჟისორი

ბიოგრაფია რედაქტირება

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია–ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1959 წელს საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო კურსები (მოსკოვი). 1952–1956 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტში მეცნიერ მუშაკად; 1959 წლიდან იყო კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი; ავტორია რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა; დამდგმელი რეჟისორია ქართული მხტვრული ფილმებისა: „ლევანა“ (1960), „მოიტაცეს თამარ ქალი“ (1971), „ბათა ქექია“ (1978), „აქედანა და შენამდე“ (1984), „ჩემი ბოშები“ (1987); სიცოცხლის ბოლო წლებში დაწერა წიგნი თავისი ცხოვრების შეასხებ – „დიდი და პატარა ამბები“;

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება