ლიანა ელიავა (დ. 31 აგვისტო, 1939, ხობი – გ. 9 ოქტომბერი, 2023, ჰელსინკი[1]) — ქართველი კინორეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

ლიანა ელიავა
დაბადების თარიღი 31 აგვისტო, 1939
ხობი
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 2023 (84 წლის)
ჰელსინკი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო,
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა კინორეჟისორი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1939 წლის 31 აგვისტოს ხობში. ჯერ პატარა იყო, როცა მისი ოჯახი თბილისში გადავიდა. სწავლობდა თბილისსი №29-ე საშუალო სკოლაში. ლექსებს წერდა და პიონერთა სასახლეში შემოქმედებით წრეზე დადიოდა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1970 წელს — მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ რომის სახელოსნო). 1970 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმში“ დაიწყო მუშაობა დამდგმელ რეჟისორად. გადაღებული აქვს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები: „ბზიანეთი“, „ეპისკოპოსი ნადირობაზე“, „მშვენიერი კოსტიუმი“, „სინემა“, „უფლის ანგელოსები ანუ თავისუფლების მისტერია“ და სხვა. ავტორია წიგნებისა: „სიზმრად ნანახი ფილმები“ (თბილისი, 2004), „კინო უეკრანოდ“ (თბილისი, 2011), „ჩემი სკანდინავია“ და სხვა.

1999 წლიდან ცხოვრობდა ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. გარდაიცვალა 2023 წლის 9 ოქტომბერს ფინეთში. დაკრძალულია თბილისში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება

სცენარის ავტორი რედაქტირება

  • 1968 — „ბზიანეთი“
  • 1971 — „ეპისკოპოსი ნადირობაზე“
  • 1973 — „მშვენიერი კოსტიუმი“
  • 1977 — „სინემა“
  • 1982 — „გზის დასაწყისი“

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება