ფერმა მთაში — 1974 წლის ქართული მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის სცენარის მიხედვით. დამდგმელი რეჟისორია ლიანა ელიავა.[1]

„ფერმა მთაში“
დამდგმელი რეჟისორი ლიანა ელიავა
სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი
როლებში ნაზი გაურგაშვილი
ზინაიდა კვერენჩხილაძე
თენგიზ არჩვაძე
ლევან მიშიძე
ხმის ოპერატორი ვილჰემ გოგიჩაიშვილი
ოპერატორი დავით სხირტლაძე
მონტაჟი გულნარა (გულიკო) ომიაძე
მხატვარი თენგიზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1974
ხანგრძლივობა 19 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

სიუჟეტი რედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი-ნოველა მწყემსების ყოველდღიურ საქმიანობაზე მოგვითხრობს. კადრშია მთები, ძროხების ჯოგი ფერმაში. ქოხიდან გამოდიან ლელა, ალექსი და კობე. ალექსი და კობე ემზადებიან საძოვრებზე წასასვლელად. ივანე ყველს იყვანს, მზადდება ხინკალიც... მარო, ქრისტინე და ლელა ძროხების მოსაწველად მიდიან. საღამოვდება. კოცონთან ვახშმობენ ქრისტინე, ალექსი, ლელა და კობე. ლელა უკრავს გარმონზე და მღერის სიმღერას — „ქალისას და ვაჟისას“. იმართება ცეკვა-თამაში. ნაშრომ-ნაჯაფი მწყემსები მხიარულობენ.[2]

როლებში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-04. ციტირების თარიღი: 2017-03-21.
  2. გიორგი კოპაძე, ქეთევან ლორთქიფანიძე — „ფილმოგრაფია“. გვ. 164 — თბილისი, „ხელოვნება“ 1978