ნიკომედიაბითინიის დედაქალაქი უძველეს ხანაში, მდებარეობდა მარმარილოს ზღვის აღმოსავლთ სანაპიროზე (ახლანდელი იზმითის ადგილას, თურქეთში). დააარსა ნიკომედე I-მა ძვ. წ. 264 წელს. მას შემდეგ, რაც ბითინია რომის პროვინციად გამოცხადდა (ძვ. წ. 64 წ.), ნიკომედია გახდა პროვინციის მთავარი ქალაქი. ახ. წ. IV საუკუნეში იგი იყო რომის იმპერატორთა - დიოკლეტიანესა და კონსტანტინე I დიდის რეზიდენცია. უძველესი ხანიდან ნიკომედიას უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა, მას „ბითინიის ათენს“ უწოდებდნენ. ანტიკურ და ბიზანტიურ ხანაში იყო ვაჭრობისა და ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრი. 1331 წელს დაიპყრეს ოსმალებმა.

ნიკომედიაში აღმოჩენილი სამკაული

ნიკომედიაში დაბადებულები რედაქტირება

ნიკომედიაში გარდაცვლილები რედაქტირება

ნიკომედიელი ეპისკოპოსები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება