ბითინია (ბერძ. Βιθυνία, ლათ. Bithynia) — ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. სახელი ეწოდა ევროპიდან შემოჭრილი თრაკიული ტომების თინების ან ბითინების მიხედვით. უკვე ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII საუკუნეებში ბითინიის სანაპიროზე დაარსდა ბერძნული კოლონიები ასტაკოსი, ჰერაკლეა და სხვა. ძველი წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში ბითინია ემორჩილებოდა ლიდიას, VI-IV საუკუნეებში აქემენიდებს; დიადოქოსების ომების დროს ბითინიის მმართველმა ზიპოიტემ დაამარცხა ლისიმაქე, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა ბითინია (ძველი წელთაღრიცხვის 297) და მეფის ტიტული მიიღო. მისმა ძემ, ნიკომედე I-მა განავრცო სახელმწიფოს საზღვრები და დააარსა დედაქალაქი ნიკომედია. ბითინიის უკანასკნელი მეფის ნიკომედე III-ის ანდერძით (ძველი წელთაღრიცხვის 74) ბითინია რომს გადაეცა სამფლობელოდ და მის პროვინციად გამოცხადდა. ძველი წელთაღრიცხვის 64 წელს იგი პონტოსთან გააერთიანეს (პონტოსა და ბითინიის პროვინცია) და მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კულტურულ როლს ასრულებდა რომის, მოგვიანებით კი ბიზანტიის იმპერიაში. XIV საუკუნეში ბითინია თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს.

რომის პროვინცია ბითინია დაახლოებით 117 წელს

ლიტერატურა რედაქტირება