მონტენეგროს რესპუბლიკა (1992–2006 წწ.)

მონტენეგროს რესპუბლიკა (სერბ. Република Црна Гора, რომანიზებული: Republika Crna Gora) — იუგოსლავიის ფედერალური რესპუბლიკის შემადგენელი ფედერალური სახელმწიფო და მოგვიანებით, სერბეთი და მონტენეგრო 1992 და 2006 წლებს შორის. 2006 წელს მონტენეგროს დამოუკიდებლობის დეკლარაციით დასრულდა იუგოსლავიის ყოფილი სახელმწიფოს არსებობა. იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (ისფრ) კოლაფსის შემდეგ, მონტენეგროსა და სერბეთის რესპუბლიკები შეთანხმდნენ იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის (იფრ) ფორმირებაზე, რომელმაც ოფიციალურად უარყო კომუნიზმი და ნომინალურად დაუჭირა მხარი დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მონტენეგრო იყო იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენელი ნაწილი და მისი მემკვიდრე სახელმწიფო 2006 წლის ივნისამდე, როდესაც მონტენეგრომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 2006 წლის რეფერენდუმის შედეგად გამოეყო სერბეთისა და მონტენეგროს რესპუბლიკას.

მონტენეგროს რესპუბლიკა
Република Црна Гора
Republika Crna Gora
მონტენეგრო
მონტენეგროს
მონტენეგროს დროშა (1993–2004 წწ.)
ჰიმნი: "Hej Sloveni|Хеј, Словени" (1992–2004)
"Hej, Sloveni"
"Hey, Slavs"

Oj, svijetla majska zoro|Ој, свијетла мајска зоро (2004–2006)
Oj, svijetla majska zoro
ინგლ. "Oh, Bright Dawn of May"

მონტენეგროს მდებარეობა
მონტენეგროს მდებარეობა
სერბეთისა და მონტენეგროს შემადგენელი ნაწილები:
  •   სერბეთის რესპუბლიკა 1992–2006)
  •   სერბეთის ავტონომიური პროვინციები
  •   მონტენეგროს რესპუბლიკა
დედაქალაქიპოდგორიცა

ცეტინიე (სამეფო დედაქალაქი)

ოფიციალური ენა იეკავური დიალექტის სერბული ენა
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა ერთი პარტიის დომინირებით
დაარსება 28 აპრილი, 1992
ფართობი
 -  სულ 13 812 (5 333 კვ. მილი) კმ2 
მოსახლეობა
 -   შეფასებით • 2002
  • 650 000

• 1999

  • 630 000 
ქვეყნის კოდი ME

ისტორია რედაქტირება

იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკა რედაქტირება

იუგოსლავიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლამდე, მონტენეგროს მართავდა მომირ ბულატოვიჩი, რომელიც იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრი და სერბეთის პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მოკავშირე იყო. ბულატოვიჩი მილოშევიჩს დაეხმარა ძალაუფლების მოპოვებაში ანტიბიუროკრატიული რევოლუციის დროს, როდესაც ორივე მათგანმა ხელში ჩაიგდო ძალაუფლება თავიანთ რესპუბლიკებში. ისფრ-ის არსებობის უკანასკნელ წლებში, ბულატოვიჩმა მხარი დაუჭირა მილოშევიჩის „ერთი-წევრი, ერთი-ხმა“ სისტემას კომუნისტური პარტიის კონგრესზე. ამან ხელი შეუწყო კომუნისტური პარტიის, ხოლო მოგვიანებით, ისფრ-ის კოლაფსს. ბულატოვიჩს არ სურდა სერბეთთან კავშირის შენარჩუნება, იმ ფონზე, როცა იტალიამ შესთავაზა მონტენეგროს ევროპულ თანამეგობრობაში სწრაფი გაწევრიანება, თუკი მონტენეგრო გამოეყოფოდა იუგოსლავიას. თუმცა, ბულატოვიჩის მხარდაჭერა მონტენეგროს დამოუკიდებლობის მიმართ მოკლევადიანი აღმოჩნდა სერბეთის მხრიდან ზეწოლის გამო. 1992 წელს, მონტენეგრო შეუერთდა იფრ-ს რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, რომელიც ჩატარდა იმავე წლის 1 მარტს. ამავე წელსვე, დედაქალაქ ტიტოგრადს (უწოდეს იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, იოსიპ ბროზ ტიტოს სახელი) დაარქვეს წინარეკომუნისტური სახელი პოდგორიცა. 1993 წელს, მონტენეგრომ უარი თქვა კომუნისტური პერიოდის დროინდელ დროშაზე და მიიღო სერბეთის მსგავსი სამფეროვანი დროშა, სადაც ღია ლურჯი ფერი მოქცეული იყო დროშის შუა ნაწილში და აღნიშნავდა განსხვავებას ორ რესპუბლიკას შორის. ეს დროშა რესპუბლიკის სიმბოლო იქნებოდა 2004 წლამდე.

მონტენეგრომ შეინარჩუნა კავშირი სერბეთთან, რითაც უზრუნველყო იუგოსლავიის სახელმწიფოს არსებობის გაგრძელების ლეგიტიმაცია, რადგანაც ეს სერბეთს საშუალებას მისცემდა პრეტენზია გამოეთქვა სერბებით დასახლებულ იუგოსლავიის ყოფილ ტერიტორიაზე ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ხორვატიაში. ასევე, მონტენეგროს ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი, რომლითაც სერბეთი აღარ იყო ჩაკეტილი და სუვერენულ სტატუსს ინარჩუნებდა. ასევე, ამით არსებობას აგრძელებდა საზღვაო (სავაჭრო და სამხედრო) ფლოტი. დროთა განმავლობაში, პრეზიდენტ მილოშევიჩის დესპოტურმა ბუნებამ და ფედერაციის შიგნით მისმა მოკავშირეებმა მოახდინეს რიგითი მონტენეგროელების პროვოცირება და ისინი მიემხრნენ დამოუკიდებლობას. გარდა ამისა, მათ შორის რეჟიმის ცვლილების და სერბეთში ოპოზიციის მხარდაჭერის სურვილი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. სერბეთთან ეკონომიკური პოლიტიკის თაობაზე დაძაბულობის გამო მონტენეგრომ 1996 წელს მიმოქცევაში ჩაუშვა გერმანული მარკა მაშინ, როცა ევროპული თანამეგობრობის მიერ ევროპული ვალუტის ფორმალიზებას ელოდებოდა. მას შემდეგ, რაც 1998 წელს ბულატოვიჩი გადადგა მონტენეგროს პრეზიდენტის თანამდებობიდან, ახალი პრეზედენტი მილო ჯუკანოვიჩი დაუპირისპირდა მილოშევიჩს (ამჟამად, იუგოსლავიის პრეზიდენტს) და მონტენეგრო დააყენა დამოუკიდებლობისკენ მიმავალ კურსზე.[1][2]

კონფედერაცია და დამოუკიდებლობა რედაქტირება

1999 წლის 6 აგვისტოს, მონტენეგრომ შეიმუშავა გეგმა, რომელშიც იუგოსლავია გაძევებული იქნებოდა „სერბეთისა და მონტენეგროს სახელმწიფოს ასოციაციიდან“. ასევე, განზრახული იყო მონტენეგროსთვის ავტონომიის მინიჭება, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვალუტისა და სამხედრო სფეროს შექმნა - საბოლოო გამოყოფისთვის. კლინტონის ადმინისტრაციამ მხარდაჭერა გამოაცხადა, მაგრამ მონტენეგროსგან მოითხოვა კავშირში დარჩენა.[3] 2002 წლის 15 მარტს, ევროკავშირის მფარველობით ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ოფიციალურად დაშლიდა იუგოსლავიას მომავალში. ხელშეკრულების თანახმად, მონტენეგროს ევროს ნაცვლად იუგოსლავიური დინარის გამოყენების უფლება ჰქონდა.[4] 2003 წელს, იფრ ჩამოყალიბდა კონფედერაციად, „სერბეთისა და მონტენეგროს“ სახელწოდების ქვეშ, თუმცა მონტენეგროს უფრო მეტი ავტონომია მიენიჭა და მხოლოდ თავდაცვა და საგარეო პოლიტიკა დარჩა ცენტრალური მთავრობის პასუხისმგებლობის ფარგლებში. 2006 წელს, მონტენეგრომ დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმი ჩაატარა, სადაც 55%-მა ხმა მისცა დამოუკიდებლობას, მაგრამ ეს იყო მხოლოდ მცირე გამარჯვება დამოუკიდებლობის გზაზე. 2006 წლის ივნისში მონტენეგრომ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. ამის შედეგად, სერბეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და დაასრულა ყოფილი იუგოსლავიის უკანასკნელი ფედერალური კავშირის არსებობა, რომელიც თარიღდება 1918 წლით.[5]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Miller, Nicholas (2005). „Serbia and Montenegro“, Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture. Santa Barbara, California: ABC-CLIO, გვ. 529–581. ISBN 9781576078006. 
  2. „Montenegro: Country Profile“. balkaninsight.com.
  3. Fisher, Ian (15 March, 2002). "Serbia and Montenegro Sign a Plan for Yugoslavia's Demise", Vol. 151, no. 52058. The New York Times. 
  4. "Montenegro Moves to Alter Tie to Serbia". The New York Times.
  5. Montenegro declares independence. BBC News. ციტირების თარიღი: 4 June, 2006.