ევრო (სიმბოლო: €; საბანკო კოდი: EUR) — ევროპის კავშირის ოფიციალური ვალუტა და ერთადერთი ფულადი ერთეული 300 მილიონი ევროპელისთვის ევროგაერთიანების შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პორტუგალია, ესპანეთი და ესტონეთი, რომელსაც კოლექტიურად ევროზონასაც უწოდებენ. ორმხრივი შეთანხმებების შედეგად ევრო ასევე ოფიციალური ვალუტაა შემდეგი არა-წევრი ქვეყნებისთვის: მონაკო, სან-მარინო და ვატიკანი. ევრო დე-ფაქტო ვალუტაა ანდორაში, კოსოვოსა და მონტენეგროში.

ევრო
ინგლ. Euro
ბერძ. Ευρώ
ბანკნოტები
ბანკნოტები
კოდი ISO 4217 EUR
ოფიციალური
მომხმარებლები
არაოფიციალური
მომხმარებლები
შედგება 100 ევროცენტისაგან
სიმბოლო
მონეტები 1, 2, 5, 10, 20, 50 cent, €1, €2
ბანკნოტები €5, €10, €20, €50, €100, €200, €500
ცენტრალური ბანკი ევროპის ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
(11 ნოემბერი 2009 თვის)
1 USD = 0.6738 EUR
1 GEL = 0.4768 EUR

ევრო მსოფლიო სავაჭრო ბაზრებზე როგორც სააღრიცხვო ვალუტა შემოვიდა 1999 წელს, ფიზიკური ბანკნოტები და მონეტები კი შემოღებულ იქნა 2002 წელს. ევროგაერთიანების ყველა ქვეყანას აქვს უფლება შეუერთდეს ევროზონას იმ შემთხვევაში თუ ისინი პასუხობენ გარკვეულ მონეტარულ მოთხოვნებს, ევროს გამოყენება ვალდებულებაა ევროკავშირის ყველა ახალი წევრისთვისაც.

ევროს მართავს და ადმინისტრირებას უწევს ფრანკფურტში მდებარე ევროპის ცენტრალური ბანკი (ეცბ) და ევროპის ცენტრალურ ბანკთა სისტემა (რომელშიც წევრ ქვეყანათა ცენტრალური ბანკები შედის). როგორც დამოუკიდებელი ცენტრალური ბანკი, ეცბ-ს ერთპიროვნული უფლება აქვს მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრის. ეცბს მონაწილეობს ბანკნოტების ბეჭდვაში, მონეტების ჩამოსხმაში და მათ სისტემაში გავრცელებაში ყველა წევრ ქვეყანაში, ისევე როგორც ევროზონის საგადამხდელო სისტემის ფუნქციონირებაში.

სქოლიო რედაქტირება

  1. ჩრდილოეთი კვიპროსის გარდა, რომელშიც გამოიყენება თურქული ლირა
  2. ზღვისიქითა დეპარტამენტების ჩათვლით
  3. კამპიონეს გარდა, რომელიც იყენებს შვეიცარულ ფრანკს.
  4. ქვეყნის მხოლოდ ევროპული ნაწილი არის ევროკავშირის წევრი და მხოლოდ ის იყენებს ევროს. მის დანარჩენ ტერიტორიებს გააჩნიათ საკუთარი ვალუტა.
  5. მონეტარული ხელშეკრულებით საფრანგეთსა და მონაკოს შორის (მოქმედებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ). ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  6. მონეტარული ხელშეკრულებით იტალიასა და სან-მარინოს შორის (მოქმედებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ). ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  7. მონეტარული ხელშეკრულებით იტალიასა და ვატიკანს შორის (მოქმედებს ევროკავშირის ფარგლებს გარეთ). ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  8. ევროსაბჭოს დადგენილებით. ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  9. 2003 წელს ანდორამ დაიწყო მოლაპარაკებები ევროპის ცენტრალურ ბანკთან სტატუსის მოსაპოვებლად, მაგრამ გადაწყვეტილება ამ დრომე არ არის მიღებული.
  10. კოსოვოში გაეროს მისიის დადგენილებით 1999/2. Unmikonline.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-07. ციტირების თარიღი: 2010-05-30.
  11. შიდა აქტით (ბმულები არ არის)
  12. ზიმბაბვეს დოლართან ერთად (2009 წლის 12 აპრილიდან შეჩერებულია გაურკვეველი ვადით), აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი, სამხრეთ აფრიკული რენდი და ბოტსვანური პულა

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ევრო&oldid=4624069“-დან