სერბული ენასერბების ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს.

სერბული
српски / srpski [სრპსკი]
გავრცელებულია სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ხორვატია
მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახ. 12 მლნ (2009)
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური ენა:
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ენები:
სამხრეთსლავური ენები
დამწერლობის სისტემა კირილური დამწერლობა, ლათინური დამწერლობა
ენის კოდები sh, sr
რუკა
მოლაპარაკეთა არეალი
მოლაპარაკეთა არეალი

მოლაპარაკეთა არეალი

დამწერლობა რედაქტირება

სერბეთში იყენებენ როგორც კირილურ, ასევე ლათინურ დამწერლობას და მოიცავს 30 ასო–ნიშანს (გრაფემას).

# კირილური ასოები კირილური მნიშვნელობა ლათინური ასოები უნგრული გამოთქმა ISO ტრანსლიტერაცია
1 А, а a A, a á [a]
2 Б, б бе B, b b [b]
3 В, в ве V, v v [ʋ]
4 Г, г ге G, g g [g]
5 Д, д де D, d d [d]
6 Ђ, ђ ђе Đ, đ gy [d͡ʑ]
7 Е, е e E, e e [e]
8 Ж, ж же Ž, ž zs [ʒ]
9 З, з зе Z, z z [z]
10 И, и и I, i i [i]
11 Ј, j је J, j j [j]
12 К, к ка K, k k [k]
13 Л, л ле L, l l [l]
14 Љ, љ ље Lj, lj j, ly [ʎ]
15 М, м ме M, m m [m]
16 Н, н не N, n n [n]
17 Њ, њ ње Nj, nj ny [ɲ]
18 О, о o O, o o [o]
19 П, п пе P, p p [p]
20 Р, p ре R, r r [r]
21 С, с се S, s sz [s]
22 Т, т те T, t t [t]
23 Ћ, ћ ће Ć, ć ty [t͡ɕ]
24 У, y у U, u u [u]
25 Ф, ф фе F, f f [f]
26 Х, х ха H, h h [x]
27 Ц, ц це C, c c [t͡s]
28 Ч, ч че Č, č cs [t͡ʃ]
29 Џ, џ џе , dž dzs [d͡ʒ]
30 Ш, ш ша Š, š s [ʃ]

უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნება XI საუკუნეს. თანამედროვე ლიტერატურული ენა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის I ნახევარში შტოკავური დიალექტის კილო-კავების საფუძველზე. ამ მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სერბი ვუკ კარაჯიჩის და ხორვატი ლიუდევიტ გაის მოღვაწეობას. ლიტერატურული ენის შიგნით არსებობს ტერიტორიული, ძირითადად ლექსიკური განსხვავებანი, რაც გამოწვეულია განვითარების არაერთგვაროვანი პირობებით ხორვატულ და სერბულ ოლქებში. სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის 3 ძირითადი დიალექტია: ჩაკავური, შტოკავური და კაიკავური.

(ვრცელი ინფორმაცია სერბული, ხორვატული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის მთავარი დიალექტებისა და ქვედიალექტების, ისევე როგორც სერბულ, ხორვატულ და ბოსნიურ ვარიანტებს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული განსხვავებების შესახებ იხილეთ მთავარი სტატია სერბულ-ხორვატული ენა)

ენის სახელწოდება და სტატუსი რედაქტირება

სერბული, ანუ სერბულ–ხორვატული ენის ყველაზე ოპტიმალური დახასიათება იქნებოდა თუ ვიტყოდით, რომ ეს არის ენა, რომელსაც რამდენიმე ეთნოსი (სერბები, ხორვატები, ბოსნიელები) მშობლიურად მიიჩნევს, თუმცა სხვადასხვა სახელს კი არქმევს. ეს ფაქტი აისახება ენის ოფიციალურ სახელწოდებაზე.

უწინ, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის (1991/1992) დაშლამდე სერბულ-ხორვატულს უწოდებდნენ ერთ ენას, დღესდღეობით კი ახლადაღმოცენებული ქვეყნების მიხედვით ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ მათ, ძირითადად მაინც სერბულ და ხორვატულ ენებად, ხოლო უფრო იშვიათად ასევე ბოსნიურად და მონტენეგრულადაც.

ამ სივრცეში პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ არაა დასრულებული. სწორედ მწვავედ მიმდინარე პოლიტიკური სეპარაციის გამო, არც იმის შესახებ არ არსებობს ზუსტი რიცხვითი მონაცემი, თუ სინამდვილეში რამდენი ადამიანი მიიჩნევს თავს სერბულ-ხორვატულად მოსაუბრედ. სერბულად, ხორვატულად, ბოსნიურად, მონტე-ნეგრ(ინ)ულად (ან ჩერნოგორულად) მოსაუბრეთა რიცხვი კი მთლიანობაში 17–22 მლნ. კაცი არის.

ლექსიკა რედაქტირება

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა: Zdravo; Dobar dan
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება: Dobrodošli
  • გმადლობთ: Hvala; Hvala lepo
  • კი / არა: Da / Ne
  • გეთაყვა: Molim
  • ნახვამდის: Do viđenja; Zbogom

რიცხვები

  • 1 - jedan, 2 - dva, 3 - trî, 4 - četiri, 5 - pet, 6 - šest, 7 - sedam, 8 - osam, 9 - devet, 10 - deset

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება