ლი ჩაო (ინგლ. Li Chao ( 李超; pinyin: Lǐ Chāo) დ. 21 აპრილი, 1989, ტაიუანი, ჩინეთი) - ჩინელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2007), აზიის ჩემპიონი (2013). ჩინეთის საჭადრაკო წრეებში ასევე „ლი ჩაო B“-ს უწოდებენ, რადგან მის გამოჩენამდე ასეთი სახელითა და გვარით მოჭადრაკე უკვე არსებობდა.

ლი ჩაო

ლი ჩაო ვეიკ ან ზეს ტურნირზე. 2010 წელი
ქვეყანა (სპორტი) ჩინეთის დროშა ჩინეთი,
ეროვნება ჩინელი
დაბადების თარიღი 21 აპრილი, 1989 (1989-04-21) (35 წლის)
დაბადების ადგილი ტაიუანი, შანსი, ჩინეთი
წოდება დიდოსტატი (2007)
ფიდე რეიტინგი 2669 (ნოემბერი 2021) [1],
მაქსიმალური რეიტინგი 2758 (ივნისი 2016)

ბიოგრაფია რედაქტირება

ლი ჩაო ჩინეთში, შანსის პროვინციის უდიდეს ქალაქ ტაიუანში დაიბადა. ჭადრაკის თამაში 6 წლისამ დაიწყო.

2005 წელს სტამბულში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვიდა და მეექვსე ადგილზე გავიდა. 13 პარტიიდან 8,5 ქულა მოაგროვა და დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. [2] მეორე ნორმა 2007 წლის თებერვალში მოსკოვში „აეროფლოტ ოფენზე“ A1 გჯუფში შეასრულა, როცა 9 პარტიაში 4,5 ქულა დააგროვა. მესამე ნორმა ივლისში მარტუნში სევანის ტბის მე-12 კატეგორიის ტურნირზე შეასრულა. 9 შესაძლებლობიდან 5,5 ქულა დააგროვა და სხვა ორ მონაწილესთან ერთად პირველზე გავიდა. დიდოსტატის წოდება 18 წლისამ მიიღო და გახდა 23-ე ჩინეთიდან ვისაც ეს პატივი ხვადა წილად.[3] აგვისტოში შვედეთში, სკანდინავიის საჭადრაკო ტურნირი მოიგო, 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა აიღო. სექტემბერში კუალა ლუმპურში ტან ჩინ ნამ-ის მეოთხე ტურნირის Dato' Arthur Tan გამარჯვებული გახდა. 21-29 ნოემბერს კი მანილაში პრეზიდენტ გლორია მაკაპაგალ-აროიოს ტურნირი მოიგო.

 
ლი ჩაო მარჯვნივ Dato' Arthur Tan ტურნირზე ტან ჩინ ნამთან

2008 წლის აპრილში დუბაის ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით რამდენიმე მოჭადაკესთან ერთად პირველზე გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკით მეოთხეზე ჩამოვიდა. [4] მაისში ფილიპინებში 11-დან 8 ქულით პირველზე გავიდა. აგვისტოში ნინგბოში რუსეთ-ჩინეთის მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3,5 ქულა დააგროვა.

2009 წელს ხანტი-მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე ორი ეტაპი გადალახა, ჯერ სომეხ გაბრიელ სარგისიანს მოუგო 5:3, შემდეგ შვეიცარელ იანიკ პელეტიერს 4,5:3,5 და აზერბაიჯანელ ვუგარ გაშიმოვთან გამოვარდა 1,5:3,5. ტაი-ბრეიკში როცა მეორე სწრაფ თამაშზე მივიდა, სიგარეტს ეწეოდა და მსაჯებმა მოხსნეს გათამაშებიდან[5].

2010-ის იანვარში ვეიკ ან ზეში Corus ტურნირზე C ჯგუფში პირველზე გავიდა 13-დან 10 ქულით და მომავალი წლისთვის B ჯგუფის საგზურიც მოიპოვა. აპრილში კამბერაში Doeberl Cup-ის 48-ე ტურნირი მოიგო, სადაც ასევე სამი წლის შემდეგაც იმარჯვა.

2011-ის იანვარში Corus ტურნირზე B ჯგუფში 13-დან 6 ქულით მეცხრეზე გავიდა. შენჯენში ზაფხულის უნივერსიადის ვაჟთა ინდივიდუალური ტურნირი მოიგო, 9 შესაძლეებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევრებს ორი ქულით აჯობა. აგვისტოს ბოლოს ხანტი მანსიისკში ფიდეს მსოფლიოს თასზე იასპარეზა, თუმც პირველივე წრეში გამოვარდა. ოქტომბერში ჯაკარტაში ინდონეზიის ღია ჩემპიონატი მოიგო, ტაი-ბრეიკში თანამემამულე სურია შეჰარ განგულს სძლია[6].

2012-ში ინდონეზიის ღია ჩემპიონატში იუი იანთან ერთად პირველ გავიდა, თუმც ტაი-ბრეიკში მეორეზე ჩამოვიდა. [7].

2013-ის იანვარში ჯერ ბოსტონის საჭადრაკო კონგერესზე იმარჯვა[8] და შემდეგ კონკორდში მეოთხე Golden State Open-იც მოიგო. მაისში მანილაში აზიის ჩემპიონი გახდა და ამით მსოფლიოს თასის საგზურიც მიიღო, რომელსაც აგვისტო-სექტემბერში ნორვეგიულმა ტრომსემ უმასპინძლა და მოჭადრაკე მეორე ეტაპიდან გამოვარდა.

2014-ში რეიკიავიკის ტურნირი მოიგო 10 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით.

2015 წლის მარტში Cappelle-la-Grande Open-ის 32-ე ტურნირი მოიგო. გერმანულ დეიზისაუს მე-19 Neckar Open ტურნირზე 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულით იმარჯვა. აგვისტოში უნგრელ დიდოსტატ პეტერ ლეკოსთან ექვსი პარტია ითამაშა 2 მოუგო და 4 კი ყაიმით დაასრულა.

2016 წლის თებერვალში გრაცის ტურნირზე იმარჯვა, 9 შესაძლებლობიდან 8 ქულით.

2017 წელს თბილისში მსოფლიოს თასზე იასპარეზა და მესამე ეტაპამდე მივიდა.

ეროვნული ნაკრები რედაქტირება

ნაკრების შემადგენლობაში 2008-დან 2012 წლამდე სამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე იასპარეზა. სამივეზე სათადარიგო დაფაზე იჯდა და მთლიანობაში 22 პარტია ჩაატარა. აქედან 12 მოიგო, 3 წააგო და 7 დაასრულა ყაიმით. სამჯერ იასპარეზა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2011, 2013 და 2017 წლებში. 2011-ში მესამე დაფაზე იჯდა, ნაკრებმა ვერცხლი, ხოლო თვითონ ინდივიდუალური ბრინჯაო მოიგო. პირველ დაფაზე გადაინაცვლა ორი წლის შემდეგ და ისევ გუნდურ ვერცხლს დაეუფლა. ორი ოქრო მოიგო 2017-ში, გუნდური და ინდივიდუალური. ჩაო მეოთხე დაფაზე იჯდა. 2012-ში აზიის გუნდურ ჩემპიონატზე მესამე დაფაზე თამაშობდა. ნაკრებმა ოქრო, თვითონ კი ბრინჯაო მოიგო.

საკლუბო კარიერა რედაქტირება

ლი ჩაო ჩინეთის საჭადრაკო ლიგაში, პეკინის საჭადრაკი კლუბში 2005 წლიდან ასპარეზობდა. 2015 წლის აგვისტოში დიდოსტატ იან როჯერსის ცნობით კლუბის სპონსორთან უთანხმოების გამო მას ერთი წლით ჩინურ გუნდებში ასპარეზობა აეკრძალა. [9] ლიმ რუსულ კლუბ, ნოვოსიბირსკის „სიბერიაში“ გააგრძელა ასპარეზობა და 2015 წელს ევროპის საკლუბო ჩემპიონი გახდა. იგი მეოთხე დაფაზე იჯდა და ინდივიდუალურში მეოთხე ადგილზე გავიდა [10].

სქოლიო რედაქტირება

  1. [1]. FRL november 2021.
  2. [2]. 44° Campeonato Mundial Juvenil.
  3. [3]. 78th FIDE Congress, 11-16 November, 2007, Antalya, Turkey.
  4. [4]. Wesley So wins Dubai Open, player disqualified for cheating.
  5. [5]. World Cup R3: Two Chinese players default – for smoking.
  6. [6]. Li Chao b winner of the Indonesia Open Chess Championship.
  7. [7]. Indonesia Open 2012: Resounding win for Yu Yangyi.
  8. [8]. GM Chao Li Wins Boston Chess Congress.
  9. [9]. "GM Rogers: Li Chao Down but Not Out". gardinerchess.com.au. 29 August 2015. Retrieved 26 March 2016..
  10. [10]. Siberia survive scare to win European Club Cup.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება