კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი

კონსტრუქციული ექსპრესიონიზმი (ინგლ. Structural Expressionism) — სტილი მოდერნისტულ არქიტექტურაში, რომელშიც შენობის შიდა კონსტრუქციული ელემენტები გამოსახულია მის გარეგნობაში. სტილი 1960-იან წლებში ჩაისახა, თუმცა პოპულარული მხოლოდ 1980-იან წლებში გახდა. ბრუტალიზმის მსგავსად კონსტრუქციული ექსპრესიონიზმის შენობებში გამოაშკარავებულია მათი სტრუქტურა, როგორც გარეთ, ისე შიგნითაც, თუმცა ვიზუალური აქცენტი გაკეთებულია შიდა ფოლადის და/ან ბეტონის ჩონჩხის კონსტრუქციაზე ექსტერიერის ბეტონის კედლების ნაცვლად. ამ სტილს ზოგჯერ „ჰაი-ტექ“ მოდერნიზმსაც უწოდებენ. სტილის ერთ-ერთი პირველი გამომყენებელი ბრიტანელი არქიტექტორი ნორმან ფოსტერია, რომლის ნამუშევრებმა მას ლორდის წოდება მოუტანა.

ჩინეთის ბანკის ტაუერი ჰონგ-კონგში.
ჰერსტ ტაუერი ნიუ-იორკში.

ამ სტილის შენობები, როგორც წესი, შედგება წმინდა მინის ფასადისგან, რომლის უკან გამოჩენილია შენობის საყრდენი კარკასის ქსელი. ამ სტილში აგებული ყველაზე განთქმული და ადვილად ცნობადი შენობა ეკუთვნის ჩინელ არქიტექტორ იუჰ მინ პეის - ჩინეთის ბანკის ტაუერი ჰონგ-კონგში.

ცნობილი ნიმუშები რედაქტირება


  არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.