იორდანიის ტურიზმი

იორდანია (არაბ: الْأُرْدُنّ‎ Al-‘Urdunn), ოფიციალურად იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (არაბ: المملكة الأردنية الهاشمية‎ Al-Mamlakah Al-Urdunnīyah Al-Hāshimīyah) შუა აღმოსავლეთის სუვერენული არაბული სახელმწიფო. იორდნიას სამხრეთით საუდის არაბეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ერაყი, ჩრდილოეთით - სირია, ხოლო დასავლეთით ისრაელი და პალესტინა ესაზღვრება. იორდანიას სტრატეგიული მდებარეობა უკავია: ქვეყანა აზიის, აფრიკისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარეობს. კაპიტალი ამანი იორდანიის ყველაზე ხალხმრავალი ქალაქი და ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია.

ქვეყნის უმთავრესი ტურისტული დანიშნულების ადგილები ისტორიული ძეგლებია, მათ შორის მთელს მსოფლიოში ცნობილი პეტრა (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის ძეგლი 1985 წლიდან და თანამედროვე შვიდ მსოფლიო საოცრებათაგან ერთ-ერთი, მდინარე იორდანე, ნებოს მთა, მადაბა, შუა საუკუნეების მეჩეთები და ეკლესიები, აუთვისებელი ბუნებრივი ადგილები (უადი-რუმი და იორდანიის ჩრდილოეთი მთიანეთი ზოგადად), ისევე, როგორც კულტურულ და რელიგიურ ძეგლებსა და ტრადიციებზე დაკვირვება.

იორდანია ტურისტებს სთავაზობს სამედიცინო ტურიზმს, რომელიც ძირითადად მკვდარი ზღვის სივრცეზეა ორიენტირებული, საგანმანათლებლო ტურიზმს, პოპ-კულტურულ ტურიზმსა და შოფტურიზმს იორდანიის ქალაქებში. იორდანიაში კარგი ადგილებია სალაშქროდ და მთასვლელთათვის, აკაბას მარჯნის რიფებზე ტურისტებს სნორკელინგითა და აკვალანგით ყვინთვის შესაძლებლობა აქვთ. 2009 წელს 4.8 მილიონი არაბი ტურისტიდან (ძირითადად სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებიიდან) ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ არდადეგებზე დასავენებლად წასვლას იორდანიაში აპირებს.[1]

მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

ანტიკური ხანის ძეგლები რედაქტირება

  • პეტრა - უადი-მუსაზე მდებარე მთაში გამოკვეთილი ქალაქი.დიდი ქვები შეფერადებულია, ძირითადად ვარდისფრად. ანტიკურ ქალაქამდე შესასვლელი 1.25 კმ სიგრძის ხეობაა, რომელსაც Siq ეწოდება. ქალაქში სხვადასხვა ნაგებობაა, რომელთაგანაც (გარდა ორისა) ყველა კლდეშია გამოქვეთილია, მათ შორის- al Khazneh, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული ტაძარია. სხვა მნიშვნელოვან ძეგლებს შორის აღსანიშნავია მონასტერი, რომაული თეატრი, სამეფო სამარხები, მსხვერპლშეწირვის ეშაფოტი. 1812 წელს შვეიცარიელი მკვლევარის იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტის წყალობით დასავლეთმა პეტრა ხელახლა აღმოაჩინა. 1985 წელს ძეგლი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
  • უმ-ქაისი - განადგურებულ ბერძნულ-რომაული ქალაქის ადგილზე მდებარე ქალაქი.
  • ჯერაში - ანტიკური რომაული არქიტექტურით, კოლონადებით მორთული ქუჩებით, კორინთული გუმბათებითა და ღია რომაული თეატრებით ცნობილი ქალაქი.
  • ეჯლუნი - ქალაქში შუა საუკუნეების ჯვაროსანთა სასახლე მდებარეობს.
  • ელ-ქარაქი - ქალაქში მდებარეობს სალაჰ ად-დინის დროინდელი ციხესიმაგრე, რომელსაც ელ-კარაკის ციხესიმაგრე ეწოდება.

რელიგიური ტურიზმის ძეგლები რედაქტირება

სანაპიროს ძეგლები რედაქტირება

  • აკაბა - აკაბას ყურის სანაპიროზე აგებული ქალაქი არაერთი სავაჭრო ცენტრითა და სასტუმროთი. ქალაქში არერთი საწყლოსნო სპორტი სახეობით გართობა და დაცვის ქვეშ მყოფი მარჯნის რიფებისა და ზღვის სამყაროს ხილვაა შესაძლებელი. ქალაქი შუა საუკუნეების განადგურებული ქალაქის, აილას ნანგრევებს მოიცავს. აკაბაში აქტიური ღამის ცხოვრებაა, განსაკუთრებით არდადეგების დროს, როდესაც სანაპირო ქალაქს ათასობით შეძლებული იორდანელი სტუმრობს.[2]
  • მკვდარი ზღვა - მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე დაბლა მდებარე ობიექტი (-402 მეტრი),[3] რომელიც ყოველწლიურად 1 მეტრით დაბლდება. მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია არაერთი მსოფლიო დონის სატუმროს, როგორიცაა Kempinski, Mövenpick and Marriott მოიცავს. მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის პარკები, სანაპიროებიდა საერთაშორისო რესტორნებია მოწყობილი.

ღირსშესანიშნაობები რედაქტირება

  • უადი-რუმი - იორდანიის სამხრეთში მდებარე მთებითა და ბორცვებით დაფარული უდაბნო. გარდა გამორჩეული ხედებისა, უდაბნოში სპორტის სხვადასხვა სახეობით დაკავებაა შესაძლებელი, მათ შორის კლდეზე ცოცვითაც. უდაბნო დაკავშირებულია თომას ედვარდ ლოურენსის სახელთანაც. ფილმის ლოურენს არაბი რამდენიმე სცენა ამ უდაბნოშია გადაღებული. 2005 წელს უადი-რუმის დაცული ტერიტორია იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.
  • ირბიდი - იორდანიის სიდიდით მეორე ქალაქი. ქალაქში მდებარეობს იორდანიისმეცნიერებისა და ტექნოლოგიიის და იარმუკის უნივერსიტეტები, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა საგანმანათლებლო ტურიზმით დაინტერესებული მოგზაურებისათვის. ქალაქი სტუდენტებს მასპინძლობს იორდანიის, შუა აღმოსავლეთისა და უფრო შორეული სივრცეებიდანაც. ირბიდის უნივერსიტეტის ქუჩაზე ყოველ მილზე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი ინტერნეტ კაფე მდებარეობს.
  • ფუჰეისი - ამანიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 წუთის სავალზე მდებარე XVIII-XIX საუკუნეების ეკლესიებით გამორჩეული ქალაქი.

ვიზიტორთა სტატისტიკა რედაქტირება

2014-2016 წლებში იორდანიაში ყველაზე მეტი ტურისტი შემდეგი ქვეყნებიდან ჩავიდა:[4][5]

ქვეყანა 2016 2015 2014
  საუდის არაბეთი   756,989   883,884 1,057,604
  პალესტინა   693,454   611,601 542,059
  ეგვიპტე   244,418   258,366 249,561
  აშშ   166,441   161,013 160,766
  ერაყი   142,044   158,364 224,596
  ისრაელი   141,881   154,316 176,032
  სირია   136,973   193,966 421,166
  ქუვეითი   89,994   92,343 91,069
  გაერთიანებული სამეფო   64,766   60,820 73,702
  ინდოეთი   57,720   49,755 54,129
  გერმანია   57,497   47,951 56,323
  იემენი   57,333   71,895 67,071
ჯამი   4,778,529   4,809,274 5,326,501

ინტერნეტ რესურსები რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Tourism within Arab states to grow in 2009: report“. Reuters. 2009-07-21.[მკვდარი ბმული]
  2. Kaufman, David (2006-12-03). „In Aqaba, Jordan, Sun and Sand in the Red Sea“. The New York Times.
  3. The Dead Sea დაარქივებული 2018-07-14 საიტზე Wayback Machine. , NPR
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-29. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-11-30.