უადი-რუმი (არაბ. وادي رم‎), ასევე ვნობილი, როგორც მთვარის ხეობა (არაბ. وادي القمر‎) — ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი ხეობა სამხრეთ იორდანიაში, ქალაქ აკაბიდან 60 კმ-ით აღმოსავლეთით. წარმოადგენს უდიდეს უადის იორდანიაში. სიტყვა რუმი არამეული წარმომავლობისაა და ნიშნავს მაღალს, აზიდულს. არაბულად წარმოთქმისათვის, არქეოლოგებმა ის გადმოსცეს როგორც უადი-რუმი. უმაღლესი წერტილია უმ-დამის მთა, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 1 800 მეტრია.

უადი-რუმი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, iii, iv
სია [1]
რეგიონი** არაბული სახელმწიფოები
კოორდინატები 29°34′35″ ჩ. გ. 35°25′11″ ა. გ. / 29.57639° ჩ. გ. 35.41972° ა. გ. / 29.57639; 35.41972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1377
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
ხედი უმაღლესი წერტილიდან

ისტორია რედაქტირება

პრეისტორიული ხანიდან უადი-რუმი ადამიანთა მრავალი კულტურით იყო დასახლებული, მათ შორის იყვნენ ნაბატეველები, რომლებმაც თავიანთ კვალი კლდის მხატვრობასა და ტაძრებში დატოვეს. 2007 წლისთვის, რუმსა და მის შემოგარენში ბედუინთა რამდენიმე ტომი სახლობდა.

დასავლეთში, უადი-რუმი უკეთაა ცნობილი მისი კავშირით ბრიტანელ ოფიცერთან — თომას ედვარდ ლოურენსთან, რომელიც აქ ოპერაციებს უძღვებოდა 1917–18 წლების არაბული ამბოხისას. 1980-იან წლებში, უადი-რუმის ერთ-ერთ კლდის ფორმაციას „სიბრძნის შვიდი სვეტი უწოდეს“, ლუორენსის წიგნის სამახსოვროდ.

2011 წელს, უადი-რუმი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1377
ინგლ.რუს.ფრ.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: