ამანი (არაბ. عَمّان) — იორდანიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი. წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს.[1] მისი მოსახლეობა 4 007 526 ადამიანს შეადგენს, ამიტომაც იგი მეხუთე ყველაზე დიდი ქალაქია ლევანტის რეგიონში და მეხუთე უდიდესი ქალაქია არაბულ სამყაროში.[2] ითვლება არაბული სამყაროს ერთ-ერთ განვითარებულ და ტურისტულ ქალაქად.[3][4]

ქალაქი
ამანი
عمان
დროშა გერბი

ქვეყანა იორდანიის დროშა იორდანია
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 31°57′24″ ჩ. გ. 35°55′57″ ა. გ. / 31.95667° ჩ. გ. 35.93250° ა. გ. / 31.95667; 35.93250
ქალაქის მერი ომარ ალმაანი
ფართობი 1,680 კმ²
ცენტრის სიმაღლე 773
მოსახლეობა 2,125,400 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი აღმოსავლეთ ევროპული დრო
საფოსტო ინდექსი 11110–17198
ოფიციალური საიტი ammancity.gov.jo
ამანი — იორდანია
ამანი

ამანის მუნიციპალიტეტის დებულების თანახმად, საცხოვრებელი კორპუსები მაქსიმუმ ოთხი სართულით შემოიფარგლება. გარედან შენობები დაფარულია სქელი თეთრი კირქვის ან ქვიშაქვის ფენით.[5] შენობებს, როგორც წესი, აქვს აივნები ყველა სართულზე, გარდა პირველი სართულისა, რომელსაც აქვს წინა და უკანა ეზო. სასტუმროები, კოშკები და კომერციული შენობები გარედაბ ქვით, პლასტმასით ან მინით არის დაფარული.[6] ამ მახასიათებლების გამო ქალაქში თითქმის ყველა შენობა თეთრი ფერისაა, რაც მის არქიტექტურულ სტილს გამორჩეულს ხდის.

დემოგრაფია რედაქტირება

2015 წელს ამანის მოსახლეობამ 4 007 526-ს მიაღწია. ქალაქი მოიცავს იორდანიის მთლიანი მოსახლეობის 42%-ს.[2] ქალაქის მიწის ფართობი 1 680 კვადრატული კილომეტრია, ანუ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 2 380 ადამიანია.[7] ამანის მოსახლეობა მკვეთრად გაიზარდა XX საუკუნის განმავლობაში, ეს გამოიწვია ემიგრანტებისა და ლტოლვილების თანმიმდევრულმა ტალღებმა. 1890 წლიდან 1990 წლამდე მოსახლეობა შესაბამისად 1 000 ადამიანიდან გაიზარდა დაახლოებით 1 000 000 მოსახლემდე, რაც საკმაოდ დიდ ზრდას ნიშნავს ას წელიწადში. მართალია ძირითადი ფაქტორი, რაც მოსახლეობის ტალღას ზრდიდა ბევრი მიგრანტის რაოდენობა იყო, თუმცა ქალაქში ამავე პერიოდში შობადობის დონეც გაზრდილი იყო.[8] ამანი საუკუნეების განმავლობაში იყო მიტოვებული, სანამ ასეულობით ჩერქეზი არ დასახლდა XIX საუკუნეში. დღეს დაახლოებით 40 000 ჩერქეზი ცხოვრობს ამანსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე.[9]

ქვეყნის ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან იორდანიელებისა და პალესტინელი ემიგრანტებისგან შემოსულმა ახალმა ნაკადმა ქალაქის მოსახლეობა 1930 წლიდან 1947 წლამდე გააორმაგა და 30 000-დან 60 000-მდე გაზარდა.[10] დაახლოებით 10 000 პალესტინელი, ეკონომიკური საკითხების გამო ქალაქში დასახლდა, 1948 წლის ომამდე.[11] ომის დროს იორდანიის მიერ დასავლეთ ნაწილის დაპყრობის გამო, ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მრავალი პალესტინელი გადავიდა ამანში 1950–1966 წლებში. 1970 წლისთვის მოსახლეობა 550 000 ადამიანს შეადგენდა.[10] კიდევ 200 000 პალესტინელი ჩამოვიდა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს ქუვეითიდან გამოძევების შემდეგ. დღესდღეობით, ამანის გარშემო არის რამდენიმე ადგილი სადაც პალესტილენების კონცენტრაცია მაღალია და ამ ტერიტორიის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სწორედ ისინი შეადგენენ.[12]

იმის გამო, რომ ამანს არ გააჩნია ღრმა ფესვების მქონე მოსახლეობა, ქალაქს არ აქვს გამოკვეთილი არაბული დიალექტი, თუმცა დიალექტი თანდათანობით ყალიბდება ახალ თაობაში, რომლებიც თავს უკვე ამანის მკვიდრებად თვლიან, განსხვავებით მათი წინაპრებისგან, რომლებიც მეტად ასოცირდებოდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილთან.[13]

რელიგია რედაქტირება

ამანში ძირითადად არის სუნიტი მუსლიმი მოსახლეობა და შესაბამისად ქალაქიში მდებარეობს მრავალი მეჩეთი.[14] მთავარ მეჩეთებს შორის არის მეფე აბდულა I-ის მეჩეთი, რომელიც აშენდა 1982-1989 წლებში. იგი დაფარულია ლურჯი მოზაიკით. მეჩეთში 3 000 ადამიანს შეუძლია ერთდროულად ლოცვა. აქ მდებარეობს აბუ დარვეშის მეჩეთი, რომელიც გამოსარჩევია თავისი თეთრი ფერითა და არქიტექტურული სტილით რომელიც უნიკალურია იორდანიისთვის.[15] მეჩეთი მდებარეობს ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილში.

ქრისტიანების დიდი რაოდენობა იორდანიაში, კერძოდ, ამანში გადავიდა ალ-სალტიდან. ახლომდებარე „Fuheis“ არის ძირითადი ქრისტიანული ქალაქი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.[16] ქალაქში დაახლოებით 70 ოჯახია სომხური კათოლიკური ეკლესიის წარმოდგენილი.[17] სულ 16 ისტორიული ეკლესია მდებარეობს ალ-ჯეეჟას რაიონში.

ეკონომიკა რედაქტირება

ტურიზმი რედაქტირება

ამანი ტურისტთა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა არაბული ქალაქებს შორის. 2011 წელს დაახლოებით 1,8 მილიონი ტურისტი ეწვია ამანს და მათ მიერ დაახლოებით 1,3 მილიარდი დოლარი დაიხარჯა ქალაქში.[18] ამანი და ზოგადად იორდანია, შუა აღმოსავლეთის კერაა სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით. იორდანია იღებს ყველაზე მეტ სამედიცინო ტურისტს რეგიონში და ამ რაოდენობით მეხუთე ადგილს იკავებს მსოფლიოში. ქალაქში წელიწადში იღებს 250 000 უცხოელ პაციენტს, რაც ყოველწლიურად 1 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს ნიშნავს.[19]

საბანკო სექტორი რედაქტირება

საბანკო სექტორი იორდანიის ეკონომიკის ერთ–ერთი მთავარი საფუძველია. არაბული გაზაფხული აჯანყების შედეგად არაბულ სამყაროში არეულობებისა და ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, იორდანიის საბანკო სექტორი განაგრძობდა ზრდას 2014 წელს. ამანი არის საერთაშორისო არაბული ბანკის საბაზო ქალაქი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ემსახურება კლიენტებს 600-ზე მეტ ფილიალში 30 ქვეყანასა და ხუთ კონტინენტზე. არაბული ბანკი წარმოადგენს ამანის საფონდო ბირჟის 28%-ს.[20]

ტრანსპორტი რედაქტირება

აეროპორტები რედაქტირება

 
დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი.

ამანის მთავარი აეროპორტია „დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი“, რომელიც მდებარეობს ამანის სამხრეთით დაახლოებით 30 კილომეტრში. გაცილებით მცირე ზომისაა ამანის სამოქალაქო აეროპორტი, ერთ ტერმინალიანი აეროპორტი, რომელიც ძირითადად ემსახურება შიდა და ახლომდებარე საერთაშორისო მარშრუტებსა და ჯარს. „დედოფალ ალიას საერთაშორისო აეროპორტი“ მისი გაფართოება ახლახან დასრულდა, რათა აეროპორტი ყოველწლიურად 16 მილიონ მგზავრს მოემსახუროს.[21] იგი ამჟამად ითვლება თანამედროვე დონის აეროპორტად და 2014-2015 წლებში დასახელდა „შუა აზიის საუკეთესო აეროპორტად“.[22]

გზები რედაქტირება

ამანში არის ვრცელი საგზაო ქსელი, თუმცა ტერიტორიის მთიანი რელიეფი ხელს უშლის ზოგიერთი ძირითადი გზის შეერთებას. აბდუნის ხიდი ითვლება ამანის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობად.[23] ქალაქში ემიგრანტების ტალღამ განაპირობა ახალი გზების სწრაფად მშენებლობა, თუმცა მოსახლეობის მატებისა და ქალაქის გაფართოების მიუხედავად გზების მშენენბლობა შეზღუდულია. ამიტომაც ქალაქში ხშირია საცობები, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, როდესაც უამრავი ტურისტი ჩამოდის.[24]

განათლება რედაქტირება

 
ალ-ისრას უნივერსიტეტი ამანში.

ამანი განათლების ძირითადი რეგიონალური ცენტრია. ამანი იორდანიის მასშტაბით მასპინძლობს ყველაზე მეტ მოსწავლესა და სტუდენტს. ამანში სულ 20 უნივერსიტეტია. ქალაქში მდებარეობს იორდანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ასევე ყველაზე დიდი უნივერსიტეტია.[25] ქალაქში არის 448 კერძო სკოლა, რომელთა სასწავლო პროცესში მონაწილეობას იღებს 90 000 მოსწავლე.[26]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო რედაქტირება

  1. Revealed: the 20 cities UAE residents visit most. Arabian Business Publishing Ltd (2015-05-01). ციტირების თარიღი: 2015-09-21.
  2. 2.0 2.1 „Population stands at around 9.5 million, including 2.9 million guests“. The Jordan Times. The Jordan News. 2016-01-22. ციტირების თარიღი: 2016-01-22.
  3. Westernized media in Jordan breaking old taboos — RT. Rt.com. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  4. „Number of tourists dropped by 14% in 2013 — official report“. The Jordan Times. The Jordan News. 2014-02-08. ციტირების თარიღი: 2015-09-21.
  5. Stone as Wall Paper: The Evolution of Stone as a Sheathing Material in Twentieth-Century Amman. CSBE. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-09-23.
  6. Mohammed Subaihi (22 October 2013). „فوضى التنظيم والأبنية في عمان“. Al Ra'i (Jordanian newspaper) (არაბული). ციტირების თარიღი: 23 September 2015.
  7. Turning Drains Into Sponges and Water Scarcity Into Water Abundance. Brad Lancaster. permaculturenews.org. ციტირების თარიღი: 2015-09-30.
  8. Dumper and Stanley, p. 34.
  9. Albala, p. 267.
  10. 10.0 10.1 Suleiman, p. 101.
  11. Plascov, p. 33.
  12. Dumper and Stanley, p. 35.
  13. Jones, p. 64.
  14. Ring, Salkin and LaBoda, p. 65.
  15. Amman – a modern city built on the sands of time. Jordan Travel. jordantoursandtravel.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-09-22.
  16. Miller, Duane Alexander (November 2011). „The Episcopal Church in Jordan: Identity, Liturgy, and Mission“. Journal of Anglican Studies. 9 (2): 134–153. doi:10.1017/S1740355309990271. ციტირების თარიღი: 16 November 2012.
  17. Kildani, p. 678.
  18. MasterCard Worldwide. MasterCard Worldwide's Global Destination Cities Index. Slideshare.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  19. Jordan remains medical tourism hub despite regional unrest (2012-03-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-03. ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  20. Jordan Banking Sector Brief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-09-23.
  21. Accelerating passenger growth at Jordan's QAIA suggests confidence returning (2011-08-01). ციტირების თარიღი: 2012-11-28.
  22. 1st Place Service Quality Rankings: QAIA Named 'Best Airport by Region – Middle East' and 'Best Improvement by Region – Middle East' (2015-02-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-25. ციტირების თარიღი: 2015-09-23.
  23. Tourism in Amman. ციტირების თარიღი: 2015-09-02.
  24. „Amman residents complain about daylong car jams“. The Jordan Times. The Jordan News. 2014-06-08. ციტირების თარიღი: 2015-09-23.
  25. JU In Brief. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-29.
  26. كشف بأسماء المدارس الخاصة في عمان Arabic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-23. ციტირების თარიღი: 2015-09-23.