XM5
SIG Sauer XM5 — SIG MCX Spear-ის აშშ-ის არმიის ვარიანტი, 6.8×51 მმ, გაზზე მომუშავე, მჭიდით მომუშავე, ავტომატი, რომელიც შექმნილია SIG Sauer-ის მიერ 2022 წელს შემდეგი თაობის რაზმის იარაღის პროგრამისთვის M4-ის ჩასანაცვლებლად. XM5-ს აქვს თავისუფალი გამაგრებული M-LOK ხელის დამცავი აქსესუარის უშუალო დასამაგრებლად „ნეგატიური სივრცის“ (ცარიელი ადგილი) სამონტაჟო წერტილებზე.
SIG Sauer XM5 | |
---|---|
SIG Sauer XM5 | |
ტიპი | ავტომატი[1] |
წარმომავლობის ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
სამსახურის ისტორია | |
შეიარაღებაშია | 2022—დღემდე |
იყენებენ | აშშ-ის არმია |
წარმოების ისტორია | |
კონსტრუქტორი | SIG Sauer |
შექმნის თარიღი | 2019 |
მწარმოებელი | SIG Sauer |
მახასიათებლები | |
წონა |
3.80 კგ 4.46 კგ (მაყუჩით) 0.64 კგ (20-ტყვიიანი მჭიდი)[2] |
სიგრძე |
866 მმ 914 მმ (მაყუჩით)[3] |
ლულის სიგრძე |
330 მმ |
| |
ვაზნა | 6.8×51მმ |
კალიბრი | .277 Fury (6.8×51მმ) |
მუშაობის პრინციპი | გაზით მართული გადატენვა, მბრუნავი საკეტი[5] |
დატენვის სისტემა | 20-ტყვიიანი მჭიდი |
ისტორია
რედაქტირება2019 წლის იანვარში შეერთებული შტატების სამხედროებმა დაიწყეს შემდეგი თაობის რაზმის იარაღის პროგრამა M4 შაშხანისა და M249 SAW მსუბუქი ტყვიამფრქვევის შემცვლელების მოსაძებნად. 2019 წლის სექტემბერში SIG Sauer-მა წარადგინა თავისი დიზაინი.[6] XM5 შექმნილია 6.8×51მმ (.277) SIG Fury ვაზნისთვის, იმ შეშფოთების საპასუხოდ, რომ აბჯრის გაუმჯობესება შეამცირებს ჩვეულებრივი საბრძოლო ტყვიის ეფექტურობას, როგორიცაა 5.56×45მმ (გამოიყენება M4 და M249-ში) და 7.62×51 მმ.[1][7][8] Army Times აღწერს ამას, როგორც „შუალედური კალიბრის 6.8 მმ ვაზნას“.[1] 6.8×51მმ Fury-ის ბალისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ ის სავარაუდოდ სრული ძალის ვაზნაა, რადგან მას აქვს უფრო მაღალი კამერის წნევა, სიჩქარე და ენერგია[9] სამიზნეზე, ვიდრე 7.62×51მმ ტყვიას.[10]
2022 წლის 19 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ SIG Sauer-ს 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა XM5 შაშხანის წარმოებაზე, XM250 ავტომატურ შაშხანასთან ერთად, რათა შეცვალოს M4 და M249, შესაბამისად;[11][12] ეს მოდელის ნომრები არის შემდეგი ნომრები იმ იარაღის თანმიმდევრობით, რომელიც უნდა შეიცვალოს. 25 XM5 და 15 XM250-ის პირველი პარტიის დამზადება 2023 წლის ბოლოს იგეგმება. არმია გეგმავს შეიძინოს სულ 107 000 შაშხანა და 13 000 მსუბუქი ტყვიამფრქვევი ახლო საბრძოლო ძალებისთვის, მათ შორის ქვეითების, კავალერიის მზვერავების, საბრძოლო ინჟინრების, დამკვირვებლებისა და საბრძოლო მედიკოსებისთვის; თავდაპირველად არ იგეგმება იარაღის არასაბრძოლო ჯარისკაცებისთვის გაცემა. კონტრაქტს აქვს დამატებითი იარაღის შექმნის შესაძლებლობა, თუ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობა გადაწყვეტენ ამ იარაღების სამსახურში მიღებას.[13]
XM5 იწონის 3.80კგ-ს, 4.46კგ-ს მაყუჩით, და აქვს ძირითადი საბრძოლო დატვირთვა: 140 ტყვიით შვიდი 20-ტყვიიანი მჭიდით , რომლებიც 4.4კგ-ს იწონის. M4A1-თან შედარებით, რომლის წონაა 2.88 კგ მაყუჩით, ძირითადი საბრძოლო დატვირთვით: 210 ტყვია შვიდი 30-ტყვიიანი მჭიდით, რომელიც იწონის 3.4კგ-ს. XM5 იწონის M4A1-ზე დაახლოებით 0.91 კგ-ით მეტს, მსროლელი ატარებს დაახლოებით 1.8კგ-ით მძიმე ტვირთს და 70-ტყვიით ნაკლებს.
XM5 შაშხანის, XM250 ავტომატური შაშხანის, XM157 ცეცხლის კონტროლის ოპტიკის და 6.8×51 მმ საბრძოლო ვაზნის შეიარაღების ოპერატიული ტესტირება უნდა დაიწყოს 2024 წელს და არ იძლევა გარანტიას რეალურის მომავლისთვის.[14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 South, Todd. (2022-04-19) Army chooses Sig Sauer to build its Next Generation Squad Weapon. ციტირების თარიღი: 2022-04-20
- ↑ Beynon, Steve. (2 May 2022) How Well Do the Army's New Guns Perform? That's Classified, But Soldiers Will Carry More Weight, Less Ammo.
- ↑ Moss, Matthew. (16 May 2022) US Army Shares Details on Next Generation Squad Weapons.
- ↑ Reinsch, Michael. (13 May 2022) NGSW signifies an evolution in Soldier lethality.
- ↑ Popenker, Maxim. SIG Sauer NGSW-R MCX Spear XM5 assault rifle (USA).
- ↑ Moss, Matthew. (2022-04-19) SIG Sauer Wins US Army Next Generation Squad Weapon Contract en-CA. ციტირების თარიღი: 2022-04-20
- ↑ Schogol, Jeff. (2022-04-19) Army selects Sig Sauer to produce Next Generation Squad Weapon and ammo en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-20
- ↑ Mizokami, Kyle. (2022-04-21) The Army's Next-Gen Infantry Weapons Will Be More Lethal and More Accurate en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-24
- ↑ Langston, Jay. (20 December 2019) 277 SIG Fury: SIG Sauer Unveils New Caliber with Hybrid Case Design. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 30 ივლისი 2022.
- ↑ 277 SIG FURY [277 SIG FURY] (23 September 2020).
- ↑ Beynon, Steve. (2022-04-19) Army Picks Its Replacement for the M4 and SAW en-US. ციტირების თარიღი: 2022-04-20
- ↑ U.S. Army Public Affairs. (19 April 2022) Army awards Next Generation Squad Weapon contract.თარგი:PD-notice
- ↑ Smith, Todd. (20 April 2022) Army expects Next Generation Squad Weapon to get to its first unit by next year.
- ↑ Parsons, Dan. (2022-04-20) Here's Everything We Now Know About The Army's New Squad Rifles en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-30. ციტირების თარიღი: 2022-04-30