X-ქრომოსომის ინაქტივაცია

X-ქრომოსომის ინაქტივაცია (ინგლ. X-inactivation, lyonization) — პროცესი, რომლის დროსაც მდედრი ძუძუმწოვრების უჯრედებში ინაქტივირდება X-ქრომოსომის ორი ასლიდან ერთ-ერთი. არააქტიური X-ქრომოსომის დნმ იფუთება ტრანსკრიპციურად არააქტიურ ჰეტეროქრომატინში.

მდედრი კატების კუსებრი შეფერილობა X-ქრომოსომის ინაქტივაციის ნათელი მაგალითია. ბეწვის შეფერილობის გენის შავი და ნარინჯისფერი ალელები X-ქრომოსომაში მდებარეობენ. ბეწვის კონკრეტული უბნის შეფერილობა განისაზღვრება იმით, თუ გენის რომელი ალელია აქტიური მოცემულ უბანში.

X-ქრომოსომის ინაქტივაცია მდედრი ძუძუმწოვრების უჯრედებში ხდება იმიტომ, რომ X-ქრომოსომების ორი ასლიდან არ წარმოიქმნას შესაბამისი გენების ორჯერ მეტი პროდუქტი, ვიდრე მამრ ძუძუმწოვრებშია. ამგვარ პროცესს ეწოდება გენების დოზური კომპენსაცია. პლაცენტარულებში X-ქრომოსომის არჩევა, რომელიც უნდა ინაქტივირდეს, შემთხვევითია. ინაქტივირებული X-ქრომოსომა არააქტიური რჩება ყველა შემდგომ შვილობილ უჯრედში, რომლებიც გაყოფის შედეგად წარმოიქმნება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Huynh KD, Lee JT (2005). „X-chromosome inactivation: a hypothesis linking ontogeny and phylogeny“. Nature Rev Genet. 9 (5): 41–8. doi:10.1038/nrg1604. PMID 15818384.
  • X-inactivation as a possible cause for autoimmunity
  • Goto T, Monk M (1 June 1998). „Regulation of X-chromosome inactivation in development in mice and humans“ (Review Article). Microbiol Mol Biol Rev. 62 (2): 362–78. PMID 9618446. ციტირების თარიღი: 2009-03-18.
  • Lyon M (2003). „The Lyon and the LINE hypothesis“. Semin Cell Dev Biol (Review Article) |format= საჭიროებს |url=-ს (დახმარება). 14 (6): 313–8. doi:10.1016/j.semcdb.2003.09.015. PMID 15015738.
  • Ng K, Pullirsch D, Leeb M, Wutz A (2007). Xist and the order of silencing“ (Review Article). EMBO Rep. 8: 34–9. doi:10.1038/sj.embor.7400871. PMC 1796754. PMID 17203100.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)