Webmoney
Webmoney — ელექტრონული ფული და ონლაინ საგადასახადო სისტემა (ტრანზაქცია ხორციელდება WebMoney Transfer-ით). WM Transfer Ltd, WebMoney Transfer Online Payment System-ის მფლობელი და ადმინისტრატორი დაარსდა 1998 წელს. სისტემა ძირითადად გათვლილია რუსეთზე თუმცა მას ფართოდ იყენებენ მთელ მსოფლიოში. დღეისათვის Webmoney-ს 4,5 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
ფულადი აღნიშვნები
რედაქტირება- WMR - ეკვივალენტურია რუბლის, R საფულეში.
- WME - ეკვივალენტურია ევროსი, Е საფულეში.
- WMZ - ეკვივალენტურია აშშ დოლარის, Z საფულეში.
- WMU - ეკვივალენტურია გრივნასი, U საფულეში.
- WMY - ეკვივალენტურია სუმის, Y საფულეში.
- WMB - ეკვივალენტურია ბელორუსიული რუბლის, B საფულეში.
- WMG - ეკვივალენტურია ერთი გრამი ოქროსი, G საფულეში.
- WMC და WMD ეკვივალენტურია WMZ-სი C და D საფულეებში საკრედიტო ოპერაციებისთვის.
WM იდენტიფიკატორი
რედაქტირებაWebmoney სისტემაში რეგისტარციის შემდეგ ყველა მომხმარებელს ენიჭება თორმეტ ციფრიანი უნიკალური რიცხვი (WMID), მაგალითად WMID#012345678901. მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან განუსაზღვრელი რაოდენობის საფულეები. ყველა ასეთი საფულე განისაზღვრება, საფულის შესაბამისი ერთი ასოთი და თორმეტი ციფრით (მაგ. Z123456789012, WMZ საფულისთვის)