ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან WTA)

ქალთა ჩოგბურთის ასოციაცია იგივე WTA (ინგლ. Women's Tennis Association) — 1973 წლის ივნისში დაარსებული ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო ქალი პროფესიონალი ჩოგბურთელების ინტერესების დაცვა. WTA არის ტურის ორგანიზატორი ქალთა ჩოგბურთისთვის.

WTA-ის ლოგო.

ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. ქალთა ჩოგბურთში WTA-ის მსგავსი ორგანიზაციაა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია, იგივე ATP.

WTA-ის ტურის ტურნირები

რედაქტირება

WTA-ის ტური მოიცავს დიდი სლემის ტურნირებს, WTA-ის ფინალს, პრემიერ ტურნირებს, საერთაშორისო ტურნირებს და WTA-ის ელიტ ტროფის. WTA ასევე ზედამხედველობს 125K სერიების ტურნირებს, რომლებიც მეორე დონის გათამაშებებია. მესამე დონის ITF-ის ქალთა ტურნირებს ITF, იგივე საერთაშორისო ჩოგბურთის ფედერაცია უწევს ზედამხედველობას. ამ ტურნირებზე მოპოვებული ქულები მოთამაშეებს WTA-ის რეიტინგში ეთვლებათ.

WTA-ის რეიტინგი

რედაქტირება

WTA მთელი წლის განმავლობაში ყოველკვირეულად აქვეყნებს მოთამაშეების რეიტინგს. სხვადასხვა ტურნირებზე მონაწილეობით, ჩოგბურთელები აგროვებენ სარეიტინგო ქულებს. აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვანია ტურნირებზე მოთამაშეების კვალიფიკაციისთვის და განთესვისთვის როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში. წლის განმავლობაში 8 უმაღლესი რეიტინგის მოთამაშე და ასევე 8 უმაღლესი რეიტინგის წყვილი, მონაწილეობას მიიღებს WTA-ის ფინალში, რომელიც ოქტომბერში ტარდება. მოთამაშე, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, წელიწადს მსოფლიოს პირველ ჩოგნად ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება