ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვოლვო P1800 — კომპანია ვოლვოს კლასიკური სპორტული ავტომანქანების სერია. მოდელი ოთხი ვერსიით გამოდიოდა 1960-73 წლებში.

ვოლვო P1800 (P18395 VA).
ვოლვო P1800 კუპე.

პროექტი დაიწყო 1957 წელს, ვინაიდან ვოლვოს სურდა სპორტული მანქანის გამოშვება, მიუხედავად იმისა, რომ მათი წინა მცდელობა (P1900) სრული კრახით დასრულდა - მხოლოდ 68 მანქანა გაიყიდა. ამ პროექტის უკან იდგა ვოლვოს საინჟინრო კონსულტანტი ჰელმერ პეტერსონი, რომელიც 1940-იან წლებში ვოლვო PV444-ის დამუშავებას ხელმძღვანელობდა. დიზაინის სამუშაოები ჰელმერის ვაჟმა, პელე პეტერსონმა, შეასრულა, რომელიც იმჟამად პიეტრო ფრუაში მუშაობდა. იტალიურმა კაროცერია პიეტრო ფრუას დიზაინის ფირმამ პირველი სამი პროტოტიპი ააგო, ნომრებით: P958-X1, P958-X2 და P958-X3.

1957 წლის დეკემბერში ჰელმერ პეტერსონმა X1 (პირველი ხელით აწყობილი P1800 პროტოტიპი) გაატარა ოსნაბრუკში, დასავლეთ გერმანია, კარმანის შტაბ-ბინაში. პეტერსონს იმედი ჰქონდა, რომ კარმანი შეძლებდა ამ მანქანის ქარხანაში აწყობას. ამ დროისთვის ყველა მონახაზი და დეტალი დამუშავებული იყო და კარმანის თანხმობის შემთხვევაში მანქანა გასაყიდად 1958 წლის დეკემბერში იქნებოდა მზად. თუმცა იმავე წლის თებერვალში ფოლკსვაგენმა აუკრძალა კარმანს ამ შეკვეთის მიღება. ფოლკსვაგენი შიშობდა, რომ ეს მოდელი მის საკუთარ მანქანას გაუწევდა კონკურენციას და კარმანს ყველა კონტრაქტის გაუქმებით დაემუქრა, ამ შეკვეთის მიღების შემთხვევაში. ამ გარემოებამ პროექტი თითქმის ჩაშალა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Volvo_P1800“-დან