Victorinox
ვიქტორინოქსი (Victorinox) — შვეიცარიული დანების უდიდესი ფირმა და ორიგინალური შვეიცარიული ჯიბის დანების ორი მწარმოებელი კომპანიიდან ერთ-ერთი. სახელწოდება შედგება დამაარსებლის დედის ვიქტორიას და უჟანგავი ფოლადის საერთაშორისო სახელწოდების INOX შეერთებისგან. ორიგინალური შვეიცარიული დანების მეორე კომპანია ვენგერი 2005 წელს შეიძინა ვიქტორინოქსმა, თუმცა იგი კვლავ რჩება დამოუკიდებელ მწარმოებლად.
ტიპი | სააქციო საზოგადოება |
---|---|
დაფუძნდა | 1884 წ |
სათავო ოფისი | შვიცი, შვეიცარია |
პროდუქცია | შვეცარიის არმიის დანები, საათები, სამზარეულოს დანები, სამგზავრო ჩანთები |
შემოსავალი | $405,3მილიონი (2008) |
თანამშრომელი | 1700 (2009) |
ფირმა მდებარეობს იბახში, შვიცის კანტონაში, სადაც დაარსებულ იქნა 1884 წელს კარლ ელსენერის მიერ. კომპანიაში დასაქმებულია 910 კაცი, ხოლო ვენგერში 150.
ისტორია
რედაქტირებამე-19 საუკუნის ბოლოს შვეიცარიის ჯარმა გადაწყვიტა თავისი ჯარისკაცებისთვის შეეძინა დანები, რომლებსაც ჯარისკაცები საჭმლის ჭამის დროსაც და იარაღის გაწმენდაშიც დაიხმარებდნენ.
იმ დროს შვეიცარიაში დანების წარმოება სუსტად იყო განვითარებული. ამიტომაც 1884 წელს მჭედელმა კარლ ელსენერმა დააარსა „შვეიცარიული დანების სამჭედლოს გაერთიანება“, რათა ჯარისკაცებისთვის დანები საკუთარ სამშობლოში ეწარმოებინა. შვეიცარიის არმიისთვის პირველი მიწოდება 1891 წელს მოხერხდა.
პროდუქცია
რედაქტირებავიქტორინოქსი დღეში საშუალოდ 100 000 ერთეულ დანას უშვებს. ცნობილი ჯიბის დანების გარდა იგი აწარმოებს სამზარეულო და სხვა სპეციალურ სამუშო დანებსაც.
გალერეა
რედაქტირება-
ჯარისკაცის დანა
-
Victorinox Cybertool
-
Victorinox Presentation Master
-
პომიდვრის დანები
-
Victorinox Multitool
-
Victorinox SwissArmy-ის საათი