VTech Varietyმეორე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია VTech-ის მიერ 1983 წელს. მისი წარმოება შეწყდა გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ.

VTech Variety

კომპანია VTech-ის ლოგო
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეორე თაობა
გამოშვების თარიღი 1983 (1983)
შეწყდა 1983 (1983)
წინა VTech 3D Gamate
შემდეგი VTech ProScreen

კონსოლი შედგებოდა მხოლოდ და მხოლოდ კორპუსისა და ბატარეის ბუდისგან, LCD ეკრანი და მიკროკონტროლერი განთავსებული იყო ცვლად კარტრიჯებზე. მასზე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ექვსი თამაში: „Super Soccer“, „Burglar Alarm“, „Past Invasions“, „UFO Factory“, „Radioactive“ და „Man Eater“.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. VTech Variety. handheldmuseum.com. ციტირების თარიღი: 23 აგვისტო, 2019.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=VTech_Variety&oldid=3720634“-დან