Truth Social
Truth Social (TRUTH Social) — სოციალური მედიის პლატფორმა, რომელიც შეიქმნა Trump Media & Technology Group-ის (TMTG) მიერ. საიტი გაეშვა 2022 წლის 21 თებერვალს.[1][2][3]
Truth Social | |
---|---|
საიტი | truthsocial.com |
საიტის ტიპი | სოციალური ქსელი |
რეგისტრაცია | სავალდებულოა |
დამფუძნებელი | დონალდ ტრამპი |
მფლობელი | Trump Media & Technology Group |
გაეშვა | 21 თებერვალი, 2022 |
ამჟამინდელი სტატუსი | გაშვებულია |
წინაპირობა
რედაქტირებაშეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სოციალური მედიის პლატფორმის შექმნის სამომავლო გეგმის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც 2021 წელს კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდგომ დაებლოკა Facebook-ისა და Twitter-ის ანგარიშები.[4] 2021 წლის მაისში გაეშვა საიტი „From the Desk of Donald J. Trump“ („დონალდ ჯ. ტრამპის სამუშაო მაგიდიდან“), სადაც იგი აქვეყნებდა მოკლე ტვიტების მსგავს განცხადებებს; USA Today-მა ივნისის დასაწყისში გამოაქვეყნა ცნობა, რომ საიტი თვეზე ნაკლებ დროში გაუქმდა.[5]
ისტორია
რედაქტირება2021 წლის 20 ოქტომბერს Trump Media & Technology Group-მა გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პლატფორმა საჯაროდ გაეშვებოდა „2022 წლის პირველ კვარტალში“. დაგეგმილი იყო 2021 წლის ნოემბრისთვის Apple-ის App Store-ში iOS-ისთვის შეზღუდული ბეტა-ვერსიის შეტანა.[6][7][8] მიუხედავად იმისა, რომ ბეტა-ტესტირებისთვის ამ განრიგში ვერ ჩაეტივნენ,[9] ტრამპმა 2021 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ „მოწვეული სტუმრები“ უკვე იყენებდნენ ბეტა-საიტს.[10][11]
პრესრელიზიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პირმა, რომელმაც თავი ჰაკერული დაჯგუფება ანონიმუსის წევრად წარადგინა, კომპანიასთან დაკავშირებული დომენების აღმოსაჩენად საიტი Shodan გამოიყენა და საბოლოოდ იპოვა ვებსაიტის საჯაროდ ხელმისაწვდომი მობილური ბეტა-ვერსია. სოციალურ მედიაში გაჟონა URL-მისამართმა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა დარეგისტრირებულიყვნენ და გამოეყენებინათ პლატფორმა.[12] საიტზე მომხმარებლებმა ტროლინგი დაიწყეს, ქმნიდნენ პაროდიულ ანგარიშებს და აქვეყნებდნენ მაღალფარდოვანი სიტყვების შემცველ პოსტებს და მიმებს. შეეძლოთ დარეგისტრირებულიყვნენ ცნობილი ადამიანების სახელით, მათ შორის ტრამპის, მაიკ პენსის და ჯეკ დორსის.[13] მოგვიანებით ბმული გამოირთო.[14]
Truth Social ეფუძნება Mastodon-ს, თავისუფალ და ღია კოდის პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც გამოშვებულია AGPLv3 ლიცენზიით. AGPLv3 მოითხოვს, რომ ნებისმიერი წარმოებული საწყისი კოდი იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი. 2021 წლის 21 ოქტომბერს, Software Freedom Conservancy-ის ჯგუფმა განაცხადა მათი ეჭვის შესახებ, რომ Truth Social-მა დაარღვია Mastodon-ის ლიცენზია, რამდენადაც მისი საწყისი კოდი ყველა მომხმარებლისათვის არ შეუთავაზებია.[15][16][17] ამის შემდეგ Mastodon-ის დეველოპერებმა Truth Social-ისგან ოფიციალურად მოითხოვეს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიის პირობების დაცვა.[18] 2021 წლის 12 ნოემბერს Truth Social-მა თავის ვებსაიტზე საწყისი კოდი ZIP-ფაილის სახით გამოაქვეყნა.[19]
დონალდ ტრამპმა საიტზე პირველი პოსტი 2022 წლის 16 თებერვალს დაწერა.[20]
2022 წლის 21 თებერვალს Truth Social მომხმარებლებისთვის Apple iOS-ზე გამოვიდა.[21]
მომსახურების პირობები
რედაქტირებაროდესაც 2021 წლის ოქტომბერში კომპანია პირველად დაანონსდა, მისი მომსახურების პირობების[22] შესახებ ნათქვამი იყო, რომ იგი (კომპანია) იურიდიულად არ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რასაც მომხმარებლები გამოაქვეყნებდნენ საიტზე — „შიგთავსზე, სიზუსტეზე, შეურაცხყოფაზე, მოსაზრებებზე [ან] სანდოობაზე“. ზოგიერთმა კომენტატორმა აღნიშნა, რომ ეს თვითგამოცხადებული იმუნიტეტი, როგორც ჩანს, ეფუძნებოდა „კომუნიკაციების წესიერების აქტის“ 230-ე სტატიას, კანონს, რომელსაც ტრამპი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა მისი პრეზიდენტობის დროს.[23][24][25]
მომსახურების პირობებში აგრეთვე დამატებულია, რომ მომხმარებლებს ეკრძალებათ „დამცირება, ჩირქის მოცხება ან სხვაგვარად ზიანის მიყენება ჩვენთვის ან/და საიტისთვის“. Truth Social-ს აქვს უფლება „შეაჩეროს ან გააუქმოს თქვენი ანგარიში“ და ასევე „მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ზომებს“.[24]
ტექნოლოგია
რედაქტირებაTruth Social ბევრის მხრივ მოდელირებულია Twitter-ის მიხედვით. გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებლებს შეეძლებათ პოსტების გამოქვეყნება („truth“) და სხვა მომხმარებლების პოსტების გაზიარება („retruth“). პლატფორმაზე ასევე იქნება ახალი ამბების ველი, რომელსაც ეწოდება „truth feed“, ასევე შეტყობინებების სისტემა.[14]
2021 წლის 14 დეკემბერს, TMTG-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობდა Rumble-თან და რომ Rumble Truth Social-ის ბეტა ვებსაიტს უკვე აწვდიდა ღრუბლოვან სერვისებს.[26]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Trump’s social media app to launch in February, App Store listing says“. the Guardian (ინგლისური). 6 January 2022. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Trump-Linked Stocks Rally With Truth Social App Debut on the Horizon“. Bloomberg. 6 January 2022. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Love, Julia; Coster, Helen (2022-02-20). „Exclusive: Trump's Truth Social app set for release Monday in Apple App Store, per executive“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-02-21.
- ↑ Santucci, Jeanine (October 20, 2021). „Donald Trump announces new social media platform, Truth Social, after being banned from major apps“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „No more 'From The Desk of Donald J. Trump': Former president shut down blog launched just a month ago“. ციტირების თარიღი: 19 სექტემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „Announcing Trump Media & Technology Group“ (პრეს-რელიზი). Palm Beach, Florida, US: Trump Media & Technology Group. October 20, 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|archive-date=
-ში (დახმარება) - ↑ Choi, Joseph (20 ოქტომბერი, 2021). „Trump announces new social media network called 'TRUTH Social'“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Sonnemaker, Tyler (October 21, 2021). „Trump announces plans to launch new social media platform called TRUTH Social in the first quarter of 2022“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Mangan, Christina Wilkie,Dan (2021-12-01). „Trump SPAC social media company appears to miss its first product deadline“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-12-01.
- ↑ Reimann, Nicholas (14 December 2021). „Trump’s TRUTH Social Announces Partnership With Video Platform Rumble“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-01-05.
- ↑ „Trump Media & Technology Group Announces Partnership with Rumble Inc“ (ინგლისური). 2021-12-14. ციტირების თარიღი: 2022-01-05.
- ↑ Thalen, Mikael (October 21, 2021). „Here's how a hacker was able to blow up Trump's new free speech site“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Pitofsky, Marina (October 22, 2021). „Donald Trump's social media platform hacked just hours after it was announced, reports say“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 14.0 14.1 Harwell, Drew (October 21, 2021). „Pranksters have already defaced Trump's new social network“. ციტირების თარიღი: 21 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Robertson, Adi (October 22, 2021). „Trump's social network has 30 days to stop breaking the rules of its software license“. The Verge. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Kuhn, Bradley (October 21, 2021). „Trump's Social Media Platform and the Affero General Public License (of Mastodon)“. Software Freedom Conservancy. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Lemon, Jason (2021-10-29). „Trump's Truth Social could have software license revoked unless source code made public“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-11-19.
- ↑ „Trump's new social media platform found using Mastodon code“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-11-19.
- ↑ Kan, Michael (December 1, 2021). „Trump's Social Media Site Quietly Admits It's Based on Mastodon“.
- ↑ Brown, Lee (February 16, 2022). „Trump teases first post on new Twitter-like TRUTH Social site“. The New York Post. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Goldbart, Max (February 21, 2022). „Donald Trump's Truth Social Launches On U.S. Apple App Store“. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Terms of Service. truthsocial.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-26. ციტირების თარიღი: 2022-02-21.
- ↑ Harwell, Drew (21 October 2021). „Pranksters have already defaced Trump's new social network“. Washington Post. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ 24.0 24.1 McCluskey, Megan (22 October 2021). „What to Know About What's Allowed on Trump's New 'TRUTH' Social Media Platform“. Time (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-10-23.
- ↑ Swisher, Kara (2021-10-22). „Opinion | Trump to Twitter: I Can't Make You Love Me“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-10-23.
- ↑ Reimann, Nicholas (14 December 2021). „Trump’s TRUTH Social Announces Partnership With Video Platform Rumble“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-01-05.