Top Eleven Football Manager
Top Eleven Football Manager — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი. NORDEUS-ის პროდუქტი. რეგისტრირებულ მოთამაშეთა რაოდენობა აღწევს 10 000 000-ს. თამაში გაშვებულია 34 ენაზე, მათ შორის ქართულადაც. საფეხბურთო მენეჯერის სათამაშოდ აუცილებელია Facebook-ის ანგარიშის ქონა, თამაში შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე, facebook აპლიკაციით. თამაში ასევე ხელმისაწვდომია Android-ისა[2] და iOS-ის[3] ოპერაციული სისტემებზე.
Top Eleven | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Nordeus |
პლატფორმ(ებ)ი |
Adobe Flash iOS Android |
გამოსვლის თარიღი |
Facebook (9 მაისი, 2010) Android (20 ოქტომბერი, 2011) iOS (23 ოქტომბერი, 2011) ოდნოკლასნიკი[1] (8 მაისი, 2012) |
ჟანრ(ებ)ი |
როლური თამაში სიმულატორი |
მედია | ინტერნეტ-ბრაუზერი |
საიტი | topeleven.com |
აღწერა
რედაქტირებათამაში დაყოფილია სეზონებად. თითო სეზონი გრძელდება 28 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც მოთამაშეს 3 სახის ტურნირზე შეუძლია მონაწილეობა: საფეხბურთო ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და საფეხბურთო თასი; თასსა და ლიგაზე ყველა გუნდი იღებს მონაწილეობას, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ საჭიროა წინა სეზონის ლიგაში საუკეთესო ოთხეულში მოხვედრა. ყოველი სეზონის შემდეგ, ლიგის რეიტინგის პირველი 7 გუნდის მენეჯერი გადადის ახალ დონეზე, ხოლოდ დანარჩენი 7 გუნდის მენეჯერი იგივე დონეზე რჩება. ამჟამადად არის სულ 50 დონე, თუმცა ჯერ ამ დონემდე არავის მიუღწევია.
ძირითადი მახასიათებლები
რედაქტირებამოთამაშეს შეუძლია:
- თავისი გუნდი შექმნა;
- საფეხბურთო სტადიონისა და დამხმარე ნაგებობების აშენება;
- ახალგაზრდული აკადემიის შექმნა;
- ტურნირებში მონაწილეობის მიღება;
- საკუთარი გუნდის მოთამაშეების ინდივიდუალური ვარჯიშის დაგეგმვა;
- საკუთარი გუნდის შემადგენლობისა და ფინანსების მართვა.
- საკუთარი გუნდის ფეხბურთელების LIVE შეთავაზებების რეჟიმში გაყიდვა და ამავე რეჟიმში ახალი მოთამაშეების ყიდვა;
- გუნდის განლაგების დაყენება, მოთამაშეთა გაწვრთნა, პერსონალური ვარჯიში და მათთვის სპეციალური საფეხბურთო შესაძლებლობების სწავლება;
- მატჩების ცქერა, ონლაინ რეჟიმში ცვლილებების განხორციელება და სხვადასხვა დავალებებათა განკარგვა.
- Facebook მეგობართა გუნდების თამაშისთვის თვალის მიდევნება და მათთან ამხანაგური მატჩების გამართვა.
- გუნდის სპონსორის არჩევა;
- სიახლეების მიღება შემადგენლობის, სპონსორებისსა და მეგობარ გუნდების შესახებ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Top Eleven Now Available on Odnoklassniki!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
- ↑ Beres, Ivan (20 October 2011). „Nordeus' Top Eleven gives its 1,000,000 daily active players an Android app – iOS to follow soon!“. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
- ↑ Webster, Andrew (23 November 2011). „Soccer management game Top Eleven slides on to iOS“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 13 August 2013.