Times Higher Education
Times Higher Education (THE) (წარსულში The Times Higher Education Supplement (The Thes)) ― ბრიტანული ჟურნალი რომელშიც უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ახალი ამბები და სტატიები იბეჭდება.
ისტორია
რედაქტირებაპირველი ნომერი 1971 წლის 15 ოქტომბერს გამოვიდა და 2008 წლამდე The Times Higher Education Supplement (The Thes) ეწოდებოდა, ყოველკვირეულად იბეჭდებოდა გაზეთის სახით. გაზეთი ჟურნალის საით 2008 წლს 10 იანვრიდან იბეჭდება. 2011 წელს Times Higher Education პროფესიონალ გამომცემელთა ასოციაციამ „წლის ყოველკვირეულ ბიზნეს ჟურნალად“ და „წლის ბიზნეს მედია ბრენდად“ დაასახელა.[1]
უნივერსიტეტების რანჟირება
რედაქტირებაTimes Higher Education ცნობილია ყოველწლიურად QS World University Rankings-ის გამოქვეყნებით. რეიტინგი პირველად 2004 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა. 2009 წელს ჟურნალმა Quacquarelli Symonds-თან თანამშრომლობა შეწყვიტა და Thomson Reuters-თან შეთანხმებას მოაწერა ხელი.[2]
მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის გარდა Times Higher Education სხვა რეიტინგებსაც აქვეყნებს:[3]
დაარსების წელი | რეიტინგი |
---|---|
2013 | აზიის უნივერსიტეტების რეიტინგი |
2014 | მოწინავე ეკონომიკის უნივერსიტეტების რეიტინგი |
2019 | Impact Rankings |
2017 | იაპონიის უნივერსიტეტების რეიტინგი |
2016 | ლათინური ამერიკის უნივერსიტეტების რეიტინგი |
2011 | World Reputation Rankings |
2011 | მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი |
2017 | WSJ/THE College Rankings |
2012 | ახალგაზრდა უნივერსიტეტების რეიტინგი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PPA Awards 2011.
- ↑ Baty, Phil. (30 October 2009) New data partner for World University Rankings. Times Higher Education. ციტირების თარიღი: 11 July 2012
- ↑ THE World University Rankings en (2018-09-19). ციტირების თარიღი: 2021-06-03