The Flash Art
The Flash Art — რეჟისორ სანდრო ვახტანგოვის 1994 წლის ფილმი.
„The Flash Art“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | სანდრო ვახტანგოვი |
სცენარის ავტორი | სანდრო ვახტანგოვი |
როლებში | ზურაბ ყიფშიძე |
ხმის ოპერატორი | რუსუდან არაბიძე |
ოპერატორი | ა. სალარიძე |
სტუდია | სატელევიზიო ფილმების სტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1994 |
ხანგრძლივობა | 50 წთ. |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
ფილმში გამოყენებულია მოცარტის, ვივალდის, შნიტკესა და დათო ევგენიძის მუსიკა.
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მარტოხელა კომპოზიტორი დიდი შემოქმედებითი ტანჯვით ქმნის ახალ მუსიკალურ ნაწარმოებს. ხელოვანი ემოციურად აღიქვამს გარემოს, მის წარმოსახვაში რეალობა გადადის ფანტაზიაში. მძიმე ყოფით გამოწვეულ დეპრესიულ მდგომარეობას იგი მიჰყავს თვითმკვლელობამდე, მაგრამ მას იხსნის მოცარტის ღვთაებრივი მუსიკა, რომელიც შთააგონებს, რომ ხელოვანი შემოქმედებაში ჰპოვებს თავისუფლებას.[1]