Т-90

(გადამისამართდა გვერდიდან T-90)

T-90 Владимир (მთავარი კონსტრუქტორის ვლადიმირ პოტკინის პატივსაცემად, ინდოეთში ტანკი ცნობილია სახელით-Bhishma) — თანამედროვე რუსული ტანკი, რომელიც წარმოადგენს T-72-ის ღრმა მოდიფიკაციას. იგი შექმნილია „ურალვაგონზავოდ“-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ (Нижний Тагил) 1989 წელს. თავდაპირველად ტანკის ინდექსი იყო Объект 188 ან Т-72БУ. შეიარაღებაზე მიღებული იქნა 1993 წელს.

T-90

ინდოეთის შეიარაღების T-90
მოდიფიკაცია
საბრძოლო წონა, ტ 46,5
განლაგების სქემა კლასიკური
ეკიპაჟი, კაცი 3 ადამიანი
ისტორია
ექსპლუატაციის წელი(წლები) 1991-დღემდე
ძირითადი ოპერატორები რუსეთი,ინდოეთი
ზომები
სიგრძე ქვემეხით, მმ 9530მმ
კორპუსის სიგანე, მმ 3370მმ
სიმაღლე, მმ 2228
კლირენსი, მმ 490
ჯავშანი
ჯავშნის ტიპი ფოლადის ნაჭედი,დინამიკური დაცვა
შეიარაღება
ქვემეხის კალიბრი და მარკა 125მმ 2А46М (M-4)
ქვემეხის საბრძოლო მარაგი 43 (22 ავტომატურ დამტენში)
ტყვიამფრქვევები 1 × 7,62-მმ ПКТ, 1 × 12,7-მმ НСВТ
სხვა შეიარაღება 9К119М «Рефлекс» (9К119М1 «Рефлекс-М»)
მობილურობა
ძრავის ტიპი 12 ცილინდრიანი დიზელის
ძრავის სიმძლავრე, ც.ძ. 580
გადაადგილების სიჩქარე ტრასაზე, კმ/სთ 60
გადაადგილების მარაგი, კმ 500 კმ
სპეციალური სიმძლავრე, ც.ძ. 18,1
T-90 წვრთნისას
T-90-ის წყლის ქვეშ გამოცდა

შექმნის ისტორია

რედაქტირება

«Объект 188»-ზე მუშაობა მიმდინარეობდა პარალელურად სხვა, უფრო თანამედროვე ექსპერიმენტულ ტანკ «Объект 187» ერთად, რომელიც ასევე წარმოადგენდა T-72 - ის განვითარებას. მაგარამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ამ ტანკის სერიულ წარმოებაში ჩაშვება შეუძლებელი გახდა და ძირითად ტანკად არჩეული იქნა უფრო მარტივი Т-72БУ,შემდეგში დაერქვა Т-90.ამის მიუხედავად პროგრესული მიღწევები რომლებიც დანერგილი იყო ტანკ Объект 187-ზე გადატანილი იქნა რუსული ტანკების ახალ გენერაციაზე.

Т-90 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წელს,1992-1996 წლამდე მიმდინარეობდა. წარმოებამ საერთო ჯამში სახმელეთო ჯარებს მიაწოდა 120-ზე მეტი Т-90,ამის მერე წარმოება შეჩერდა და ხელახლა განახლდა მხოლოდ 2004 წელს. ახალი ტანკებით დაკომპოლეკტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი და ასევე დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთი ქვედანაყოფი (დისლოცირების ადგილი ბურიატინი).2004-2006წწ გამოშვების Т-90-ების ერთი ბატალიონი ირიცხება ტამანსკის მოტომსროლელთა დივიზიაში.

სარაკეტო ქვემეხური ტანკი T-90-არის ახალი რუსული ტანკი, რომელშიც ჩადებულია ორიგინალური კონსტრუქციული და კომპონენტური გადაწყვეტილებები T-72 და T-80 - იდან. T-90C შექმნილია T-72 მრავალწლიანი საბრძოლო გამოყენების შედეგების ღრმა ანალიზზე დაყრდნობით და ასევე მრავალწლიანი მკაცრი და ინტენსიური გამოცდების საფუძველზე.

ტანკი Т-90С ინარჩუნებს რუსული სატანკო მშენებლობის თავისებურებებს-კლასიკური საკომპონოვკო სქემა, რომელშიც შეიარაღება მოთავსებულია მბრუნავ კოშკურაში, ძრავა და ტრანსმისია მოთავსებულია კორპუსის უკანა ნაწილში;ეკიპაჟი ერთმანეთისგან განცალკევებით:ეკიპაჟის მეთაური და მემიზნე ოპერატორი საბრძოლო განყოფილებაში, მძღოლ-მექანიკოსი მართვის განყოფილებაში. T-90C პრაკტიკულად ყველა კვანს აქვს ახალი მახასიათებელი.

ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული სისტემის მიზანია აწარმოოს ეფექტიანი დამიზნებული ცეცხლი დიდ მანძილზე საარტილერიო ჭურვებით და მართვადი რაკეტებით, როგორც გაჩერებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობაში,მოძრავი და უძრავი მიზნების წინააღმდეგ. დამიზნებული ცეცხლის წარმოება შეუძლია როგორც მემიზნე ოპერატორს ასევე ტანკის მეთაურს, დღისითაც და ღამითაც, ასევე ცეცხლის წარმოება შეიძლება შეწყვილებული ტყვიამფრქვევიდან. ეს სისტემა უზრუნველყოფს ეფეკტური სროლის მანძილის და ღამით ხედვის შესაძლებლობის გაზრდას, ძირითადად ტანკზე დაყენებული სითბური ღამის ხედვის აპარატურის დახმარებით.

პირველი სერიის Т-90 (Объект 188)ეყენა ცეცხლის მართვის სისტემა 1А45Т,რომელიც უნიფიცირებული იყო Т-80 ცეცხლის მართვის სისტემასთან, ასევე ეყენა ოპტიკო-ელექტრონული ჩახშობის კომპლექსი Штора-2,რომელიც უზრუნველყოფს ტანკის ინდივიდუალურ დაცვას მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების შეიარაღებაზე მყოფი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების წინაშე, სამეთაურო ნახევარავტომატური დამიზნების სისტემით მართვადები როგორებიცაა TOW, Hot, Milan, Dragon და ლაზერული თვითდამიზნებადი ტიპის Maverick, Hellfire, Copper head.

Т-90 ახალი ვერსია (Т-90А ან Объект 188А1), შეიარაღებაში მიღებული იქნა 2004წელს რომელიც გაუმჯობესებულია ბევრი მიმართულებით. კერძოდ, ღამის სამიზნედ დაყენებულია თანამედროვე, სრულებით სტაბილიზირებული ხედვის არის მქონე მე-2 თაობის სითბოვიზორი Эсса ,რომელიც ინტეგრირებულია ძირითად სამიზნე მოწყობილობაში და მის მანძილმზომ არხთან. ძველი, ჩამოსხმული კოშკურა შეცვლილია გაძლიერებული შედუღებული კოშკურით, 100 ლიტრით გაზრდილი ჯავშნის იქითა მოცულობით და ჯავშნის 950მმ სისქით. ძველი, მე-2 თაობის დინამიკური დაცვის ელემენტები (4С22) შეცვლილია ახალი, მე-3 თაობის ელემენტებით (4С23).840ც/ძ ძრავის მაგივრად დაყენებულია ახალი 1000ც/ძ დიზელის ძრავა В-92С2.მომავალში გათვალისწინებულია დაუყენდეს უფრო მძლავრი,1200ც/ძ დიზელის ძრავა В-99;მიღებულია კარდინალური ზომები ავზების ხანძარსაშიშროების შესამცირებლად;ჭურვები რომლებიც არ არის მოთავსებული ავტომატურ დამტენში ინახება სპეციალურ შეჯავშნურ კონტეინერებში, რაც საკმაოდ ამცირებს ჭურვების დეტონაციის ალბათობას. თვითონ ავტომატური დამტენი დაფარულია დამატებითი ჯავშნით. ზოგიერთი მონაცემებით შეცვლილია ქვემეხის სტაბილიზატორი, რაც ორჯერ ზრდის ლულის გადაგდების სისწრაფეს და სროლის სიზუსტეს მოძრაობაში.

შეიარაღება

რედაქტირება

Т-90 შეიარაღებას წარმოადგენს:

  1. 125მმ ქვემეხი 2А46М4 (43 ჭურვით-მათ შორის 22 მოთავსებულია ავტომატურ დამტენში).დამიზნების მაქსიმალური მანძილი ჯავშანგამტანი, ქვეკალიბრული ჭურვებით არის-4000 მ, მართვადი რაკეტებით-5000 მ, მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით 10 000 მ. პირდაპირი გასროლის მაქსიმალური მანძილი,2მ სიმაღლის მქონე მიზანზე აღწევს 2120 მ. ქვემეხის სწრაფსროლა არის 8გასროლა წუთში (ხელით დატენვის შემთხვევაში 2 გასროლა წუთში)
  2. ქვემეხთან შეწყვილებული 7,62მმ ტყვიამფრქვევი ПКТ-2000 ტყვიით.
  3. საზენიტო,12,7მმ მძიმე ტყვიამფრქვევი Корд-300 ტყვიით.

ცეცხლის მართვის კომპლექსი (ცმკ) 1А45Т Иртыш შედგება ცეცხლის მართვის სისტემისგან (ცმს) 1А42 და მართვადი რაკეტების 9К119 Рефлекс მართვის სისტემისგან. ცმს უზრუნველყოფს სროლის პარამეტრებში შესწორებების ავტომატურ შეყვანას. ამ დროს გამოითვლება ტანკის სისწრაფე, მანძილი მიზნამდე და მისი კუთხური სიჩქარე, ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მისი მიმართულება, ქვემეხის დახრის კუთხე და ასევე მისი არხის ცვეთის ხარისხი

 
T-90 2009 წელს სამხედრო აღლუმზე (მოსკოვი)

ცმს შემადგენლობაში შედის დღის სამიზნე-მანძილმზომი 1Г46,რომლის ხედვის არეც სტაბილიზირებულია ორ სიბრტყეში, ციფრული ბალისტიკური გამომთვლელი 1В528-1,ასევე ქვემეხის ორსიბტყული სტაბილიზატორი 2Э4204 Жасмин.ქვემეხი აღჭურვილია გასწორების კნტროლის ჩანერგილი სისტემით, რომელიც ჩამონტაჟებულია მემიზნე-ოპერატორის სამიზნე მოწყობილობაში (1Г46).

ტანკის სითბოვიზორული კომპლექსი ТО-ПО2Т Агава-2ТИ (მოდერნიზებულზე აყენია Эсса, ფრანგული სითბოვიზორით Catherin-FC) ჩვეულებრივ პირობებში უზრუნველყოფს მიზნის აღმოჩენას 6400 მ; ახდენს კვალიფიცირებას-4600 მ; იდენტიფიცირებას-2500 მ. სითბოვიზორის წყალოით T-90 გახდა უფრო მხედველი: დღისითაც და ღამითაც სამიზნეში ჩანს არა მარტო ჯავშანტექნიკა არამედ ადამიანებიც 3-4 კმ მანძილზე.

ტანკი ასევე აღჭურვილია 6 ცალი მართვადი სარაკეტო კომპლექსით 9К119М Рефлекс (ან მისი მოდერნიზებული ვარიანტით 9К119М1 Рефлекс-М).პირველის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20 რაკეტა 9М119М Инвар-ით, მეორის შემადგენლობაში შედის გასროლა 3УБК20М რაკეტა 9М119М1 Инвар-М-ით და ასევე ცეცხლის მართვის სისტემა და გამაომთვლელი აპარატურა.

9К119М Рефлекс (9К119М1 Рефлекс-М) მახასიათებლები:

  • 30კმ/სთ სიჩქარით მოძრავ ტანკის გარტყმის შესაძლებლობა-0,8
  • სროლის მანძილის დიაპაზონი- 100-5000მ
  • ფრენის საშუალო სიჩქარე-340მ/წ (350მ/წ)
  • 5კმ ფრენის დრო-17,6წ (17წ)
  • მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით-700-750მმ (900მმ)
  • მაქსიმალური ჯავშანგამტანობა 90 გრადუსიანი კუთხით, დინამიკური დაცვის მიღმა-650-700მმ (750მმ)

ცეცხლის მართვის სისტემა

რედაქტირება

ბოლო მოდიფიკაციებზე დაყენებულია თანამედროვე ცეცხლის მართვის კომპლექსები, მაგალითად როგორიც არის ტულას ხელსაწყომშნებელი საკონსტრუქტორო ბიუროს კომპლექსი РЕДУТ ან ბელორუსიული ფირმის, პელენგის კომპლექსი „Рамка“, რომელიც ასევე აყენია БМПТ. ამ ორი კომპლექსის მონაცემები მსგავსია, მათ აქვთ დამატებული სამეთაურო სამარხიანი სამიზნე „ძერას თვალი“-ს (დღის ხედვითი დიაპაზონი, დაბალ ხარისხიანი TV და სითბოვიზორული არხები) შესაძლებლობები.

საერთო ჯამში ორივე კომპლექსი შეესაბამება დასავლეთის 90-იანი წლების კომპლექსებს, ოღონდ დამატებული აქვს ბევრი თანამედროვე აგრეგატი (სამეთაურო მანძილსაზომი არხი, მიზნის ავტომატური მიყოლა), ძირითადი ჩამორჩენა არის სითბივიზორებში(მე–2 თაობის სითბოვიზორები დასავლეთის მე–3 თაობისგან განსხვავებით). სხვა დანარჩენი პარამეტრებით დასავლეთის თანამედროვე ცმკ იდენტურია.

დაცვის ხარისხი

რედაქტირება

T-90 ჯავშნის შეფასება

კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგ
კოშკურა:800-830 მმ (ახალი, შედუღებული კოშკურით 950მმ)
კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 830
კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ
 
T-90
კოშკურა:1150-1350მმ (შედუღებული კოშკურით 1500მმ ფარგლებში)
კორპუსი (ზედა საშუბლე დეტალი): 1350მმ

Т-90 დაცულობა გაზრდილია 3-ჯერ პირველი სერიის Т-72-ებთან შედარებით. მასზე დაყენებულია ჩაშენებული დინამიკური დაცვის ელემენტები «Контакт-V» (4С22), რომელიც «Контакт-1» (4С20) შედარებით უზრუნველყოფს ტანკის დაცვას არა მარტო კუმულაციური ჭურვების წინააღმდეგ არამედ ჯავშანგამტანი ქვეკალიბრული კინეტიკური ჭურვების წინააღმდეგაც. მოდერნიზებულ Т-90С (ასევე Т-90А და АС) ყენდება გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შედუღებული კოშკურა და ახალი თაობის დინამიკური დაცვის ელემენტებით („Реликт“ 4С23)

ამძრავი აგრეგატი

რედაქტირება

ტანკზე აყენია დიზელის ძრავა В-84МС 840ც/ძ. მოდერნიზებულ ტანკებზე აყენია ძრავა В-92С2 1000ც/ძ სიმძლავრით. ძრავა В-92С2 წინა არის 1020 კგ, რაც 2-ჯერ ნაკლებია AVDS-1790 (აშშ), C12V (ინგლისი), UDV-12-1100 (საფრანგეთი) ძრავებთან შედარებით. გაბარიტული სიმძლავრით В-92С2 მათ ჯობნის1,5 — 4,5-ჯერ, საწვავის ეკონომიურობაში 5 — 25 %. ასევე აქვს ბრუნვითი მომენტის გაცილებით დიდი რესურსი. დიზელის ძრავების უმეტესობის ბრუნვის რესურსის მომენტი შეადგენს 6—18 %,ძრავა В-92С2 კიდევ ეს მონეტი არის 25—30 %. რესურსის ასეთი მარაგი უზრუნვლეყოფს ტანკის მართვის გაადვილებას, ამაღლებს მის მანევრულობას და საშუალო სიჩქარეს.

დადებითი მხარეები

რედაქტირება
  1. დასავლეთის ტანკებთან გაცილებით უკეთესი დაცულობა, რომელიც მიიღწევა მძლავრი პასიური ჯავშნის და ახალი თაობის დინამიკური დაცვის შერწყმის წყალობით.
  2. ზეზუსტი იაღარის წინააღმდეგ მოქმედების მოწყობილობის ქონა.
  3. მცირე წონა და ზომები, რომელიც ხელს უწყობს სტრატეგიულ მობილურობას, გაბარიტულ გამავლობას, ბრძოლის ველზე ნაკლებად შემჩნევადობას და დაზიანების შესაძლებლობის შემცირებას.
  4. ჭურვების ტიპის ფართო არჩევანი,რომელშიც შედის ქვეკალიბრული-კინეტიკური-ჯავშანგამტანი, მსხვრევად-ფუგასური (მათ შორის მსხვრევად-შრაპნელური ელექტრონული დისტანციური-კონტაქტური ამფეთქიანი), კუმულაციური ჭურვები და მართვადი რაკეტები.
  5. მოდერნიზაციის კარგი პოტენციალი.
  6. კარგი გამავლობა და საიმედო მუშაობა ტემპერატურის ფართო დიაპაზონში.
  7. დაბალი ფასი. (მიახლოებით 2,35-3მლნ დოლარი)

უარყოფითი მხარეები

რედაქტირება
  1. ეკიპაჟი დაუცველია საბრძოლო კომპლექტის აფეთქებისგან, რაც განპირობებულია მის კორპუსში განთავსებით (პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია Т-90А).
  2. Т-90 რამდენადმე ჩამორჩება დასავლეთის ტანკებს მობილურობაში, მექნიკური ტრანსმისიის და სიჩქრეთა კოლოფის გამო.
  3. სერიულ ტანკებზე არ აყენია სატანკო ინფორმაციის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებას ბრძოლის ველიდან ცოცხალ დროში, ქვედანაყოფის ტანკების ადგილმდებარეობაზე და ტანკის ტექნიკურ მდგომარეობაზე.2006წ ასეთი რუსული სისტემა გადიოდა ცდებს მოდერნიზებულ ტანკზე Т-72Б2 Рогатка.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Т-90&oldid=4717522“-დან