Story of the Year — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 2000 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში. მისი ორიგინალური სახელი იყო Big Blue Monkey, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოვიდა მათი პირველი EP Story of the Year, აღმოჩნდა, რომ სახელი Big Blue Monkey უკვე სხვა ჯგუფს ჰქონდა და შესაბამისად ჯგუფის ახალ სახელად აირჩიეს Story of the Year.

ჯგუფის წევრი დენ მარსელა

ჯგუფის ჩამოყალიბების შემდეგ რამდენიმე წელიწადში მათ მიაღწიეს თავიანთ პირველ კომერციულ წარმატებას, სადებიუტო ალბომით Page Avenue. იგი შეიცავდა ისეთ პოპულარულ სიმღერებს, როგორიცაა „Until the Day I Die“ და „Anthem of Our Dying Day“. მეორე ალბომი, In the Wake of Determination, გამოვიდა 2005 წელს. მაგრამ ამ უკანასკნელს დიდი წარმატება ჯგუფისთვის არ მოუტანია. მესამე ალბომი The Black Swan, გამოვიდა 2008 წლის 22 აპრილს, ლეიბლზე Epitaph Records. მეოთხე ალბომია The Constant რომელიც 2010 წელს ჩაიწერა.

ისტორიარედაქტირება

Page Avenue (2002-2004)რედაქტირება

7 წლის ადგილობრივი მუშაობის შემდეგ, რაშიც იგულისხმება დემოებისა და სამი EP-ს ჩაწერა, Story of the Year-მა ითანამშრომლა Maverick Records-თან 2002 წელს, შემდეგ კი ჩაწერა და გამოუშვა პირველი ალბომი სახელად Page Avenue 2003 წლის სექტემბერში. პირველი სინგლი ალბომიდან იყო „Until The Day I Die“, რომლითაც ჯგუფი პირველად გავიდა ისეთი რადიოს ეთერში, როგორიც არის KROQ-FM და გაყიდა ათასობით ექზემპლარი მსოფლიოს მასშტაბით. მეორე სინგლი „Anthem of Our Dying Day“ ასევე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა. მისი ვიდეო გადაიღეს ჯგუფ ლინკინ პარკის წევრ ჯო ჰანის დახმარებით. დღესდღეობით ალბომი Page Avenue გაყიდულია დაახლოებით 900,000 ეგზემპლარის სახით მხოლოდ აშშ-ში, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - მილიონზე მეტი.

დისკოგრაფიარედაქტირება

სტუდიური ალბომებირედაქტირება

EP-ებირედაქტირება

საკონცერტო ალბომები და კრებულებირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Billboard, Allmusic