Sony Mobile
Sony Mobile Communications Inc. ([ˈsəʊnɪ ˈɛɹɪksən]) — 2012 წლამდე Sony Ericsson-ის სახელწოდებით ცნობილი იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Sony-ს და შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson-ის ერთობლივი საწარმოს მიერ დაარსებული მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი Sony-ს სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილების და Ericsson-ის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. 2012 წელს Sony-მ მთლიანად შეიძინა კომპანიის აქციები და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა, როგორც მობილური კომუნიკაციების დეპარტამენტი, ხოლო პროდუქციის წარმოება Sony-ს საფირმო ნიშნით გაგრძელდა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: