Soldier of Fortune“ — ბლუზ-როკ ბალადა, დაწერილი დევიდ კოვერდეილის და რიჩი ბლეკმორის მიერ. თავდაპირველად გამოვიდა ჯგუფ Deep Purple-ის 1974 წლის სტუდიურ ალბომზე Stormbringer. 2014 წლის 30 მაისისთვის იგი Last.fm-ზე წარმოადგენდა რიგით მეშვიდე ყველაზე მოსმენად სიმღერას. [1] და შეტანილი იქნა მრავალ კომპილაციურ ალბომში. მიუხედავად იმისა, რომ Deep Purple-ს იგი არასოდეს გამოუშვია სინგლის სახით და ის არასოდეს მოხვედრილა ჩარტებში, წლების განმავლობაში საკულტო სტატუსი შეიძინა. მისი ქავერ-ვერსიები ჩაწერეს ჯგუფებმა Whitesnake, Opeth, Black Majesty, Iris და სხვებმა.

სქოლიო რედაქტირება

  1. Deep Purple: Top Tracks. Last.fm. ციტირების თარიღი: 2013-05-10.