ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

"Snickers" (სნიკერსი) - შოკოლადის ბატონი. აწარმოებს ამერიკული შოკოლადის მაწარმოებელი კომპანია Mars. Incorporated. შედგება რძის შოკოლადით დაფარული ნუგის, კარამელის და თხილის შიგთავსისგან [1]. 2004 წლის მონაცემებით წელიწადში იყიდება "Snickers"-ის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ბატონი [2]. აქვს ბევრი ვარიაცია, მათ შორის სხვადასხვა თხილით, ნაყინით, შავი შოკოლადით, არაქისის კარაქით, პროტეინების მაღალი შემცველობით და სხვა. ბრიტანეთში, ირლანდიაში და ევროპის ზოგ ქვეყანაში 1990 წლამდე იყიდებოდა "Marathon" (მარათონი) - ის სახელით [3]. მოიხსენიება, როგორც "ენერგეტიკული ბატონი".

შოკოლადი "Snickers" პირველად 1929 წელს შექმნა კონდიტერმა ფრანკლინმა მარსმა, მაგრამ მისი მასობრივი ქარხნული წარმოება მხოლოდ 1930 წელს დაიწყო. XXI საუკუნის დასაწყისისთვის კომპანია "Mars. Inc"-ის ჩიკაგოს შოკოლადის ქარხანა წუთში 560 ბატონს აწარმოებდა ცალკე კონვეიერზე. სახელი მას მარსის ოჯახის საყვარელი ცხენის პატივსაცემად დაერქვა [4]. 1990 წლამდე ბრიტანეთში და ირლანდიაში "Marathon"-ის სახელით იყიდებოდა. საბჭოთა კავშირის ქვეყნებში 1991 წლიდან იყიდება.


2004 წელს მსოფლიო საკვების ორგანიზაციამ შექმნა მანიფესტი, რომლის მიზანი იყო საჭმლის ინდუსტრიის ყურადღების ჯანმრთელობაზე მიქცევა. მათ მოუწოდეს კომპანიებს შეამცირონ პროდუქციაში ცხიმის და შაქრის რაოდენობა. "Mars. Inc"-მა ამ მოძრაობის ფარგლებში წარმოებიდან მოხსნა "Snickers"-ის ორმაგი ზომის ვერსია და შეცვალა ის შეფუთვით ორი ბატონით, რომელთა ერთბაშად საკვებად მიღება არ არის აუცილებელი, შესაძლებელია მათი სხვისთვის განაწილებაც. 2009 წელს შემცირდა ბატონის მასა, მაგრამ ფასი იგივე დარჩა - კომპანიამ ეს მომხმარებელზე ზრუნვით ახსნა, რომ მათ ზედმეტი კალორიები არ მიიღონ.


2000 წლის დეკემბერში კომპანიამ მიიღო ანონიმური წერილები, რომლებშიც საუბარი იყო მათი პროდუქციის მოწამლვაზე. ერთ-ერთ წერილს ახლდა "Snickers"-ის ვირთხის საწამლავით მოწამლული ბატონი. წერილის ავტორის თქმით მთელ მსოფლოოში მაღაზიების დახლებზე შვიდი ასეთი ბატონი იყო. კომპანიამ უკან მოითხოვა 10 ათასამდე მაღაზიებში უკვე გაგზავნილი ბატონი [5]. კომპანიამ შემდგომში განაცხადა, რომ წერილების ავტორს ფული არ მოუთხოვია და შანტაჟისთვის არ მიუმართავს.

ინგრედიენტები

რედაქტირება

1939 წლის ინგრედიენტების სიით ბატონში შედიოდა: თეთრი შაქარი, სიმინდის სიროფი, რძიანი შოკოლადი, თხილი, შაქრიანი რძე, თხილი, ქოქოსის ზეთი, კვერცხი და მარილი. 2019 წლის მონაცემებით სიაში შედის რძიანი შოკოლადი (ქოქოსის კარაქი, შაქარი, ლაქტოზა, ხელოვნური გემოს გამაძლიერებელი, რძე, სოიოს ლეცითინი), თხილი, სიმინდის სიროფი, პალმის ზეთი, მარილი, კვერცხი და გემოს ხელოვნური გამაძლიერებელი.

კულინარიაში

რედაქტირება

შოტლანდიაში 1995 წლიდან პოპულარულია შემწვარი შოკოლადის ბატონები, მათ შორის "Snickers" და "Mars".


ცნობილმა შეფმა ენთონი ტომპსონმა შეიმუშავა "სნიკერსის ნამცხვრის" რეცეპტი, რომლის ინგრედიენტებში "Snickers"-ის ბატონები შედის. კერძი აღწერილი იყო როგორც "მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი დესერტი", რომელიც მხოლოდ ცხიმების და შაქრის მასით ათასზე მეტ კალორიას შეიცავს, რაც ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმის ნახევარზე მეტია. თვითონ შეფმს კერძი აღწერა, როგორც მხოლოდ და მხოლოდ ხანდახან დასამზადებელი დესერტი

წყაროები

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Snickers“-დან