Sincliar User (შემოკლებით SU) — კომპიუტერული და ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელიც ძირითადად ეძღვნებოდა Sinclar Research-ის მიერ შემუშავებულ სახლის კომპიუტერებს, განსაკუთრებით კი — ZX Spectrum-ს. (ასევე მოiცავდა არკადულ თამაშებს). თავდაპირველად გამოსცემდა კომპანია ECCP Publications, ხოლო მოგვიანებით EMAP. გამოდიოდა დიდ ბრიტანეთში 1982-1993 წლებში. სულ გამოიცა 134 ნომერი[1]. მსგავსად სხვა ჟურნალებისა, Sinclar User მოიცავდა ვიდეო თამაშების მიმოხილვებს, პრევიუებს, სიახლეებს, რჩევებს, მკითხველთა წერილებს და ა.შ.

Sinclair User
მოკლე სათაური SU
სპეციალიზაცია კომპიუტერული ჟურნალი
ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა ინგლისური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი ECCP Publications Ltd (აპრილი, 1982-აგვისტო, 1984)
EMAP (სექტემბერი, 1984- მაისი, 1993)
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
პუბლიკაციის ისტორია პირველი ნომერი: აპრილი,1982
მეორე ნომერი
აპრილი, 1993.
გამოცემის სიხშირე ყოველთვიური
ISSN 02625458

1992 არპრილის თვეში ჟურნალი CRASH შეისყიდა ბრიტანლულმა მედია კომპანია EMAP-მა და ორი ჟურნალი CRASH და Sincliar User ფორმალურად გაერთიანდა ერთში, თუმცა ამ ქმედებამ განაპირობა ის, რომ Sincllar-ის რამდენიმე ნომრის გარეკანზე ფიგურირებდა CRASH-ის ლოგო.

აშშ-ში გამოიცემოდა ჟურნალის სპინოფ ვერსია Timex Sinclar User, თუმცა ჟურნალმა მალევე შეწყვიტა არსებობა[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. April 1993, Issue 134. ysincuser.f9.co.uk. Sinclair User Magazine Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-24. ციტირების თარიღი: 2006-11-15.
  2. The Issues of timex sinclair user Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-13. ციტირების თარიღი: 2016-06-24.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Sinclair_User&oldid=4080025“-დან