Scream (მაიკლ ჯექსონის და ჯანეტ ჯექსონის სიმღერა)
" Scream " არის ამერიკელი მომღერლებისა და და-ძმის - მაიკლ და ჯენეტ ჯექსონის სიმღერა. იგი გამოვიდა, როგორც მაიკლ ჯექსონის მეცხრე ალბომის - HIStory: Past, Present and Future, Book I-ის წამყვანი სინგლი. მაიკლის სოლო სიმღერასთან, "Childhood"-თან ერთად, იგი გამოიცა ორმაგი A-მხარის სახით. სინგლი გამოვიდა 1995 წლის 29 მაისს.
"Scream" არის აგრესიული, საპასუხო სიმღერა, რომელიც მიმართულია ტაბლოიდურ მედიასაშუალებებსა და მათ მიერ 1993 წელს მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წაყენებული ბავშვთა სექსუალური ძალადობის ბრალდებების გაშუქებაზე. კომპოზიტორები და პროდიუსერები იყვნენ ჯიმი ჯემი, ტერი ლუისი, მაიკლ ჯექსონი და ჯენეტ ჯექსონი; მაიკლი ბევრ ინსტრუმენტზე უკრავდა. იგი აერთიანებს პოპის, R&B-ის, ელექტროროკის, დენს-პოპის და ფანკის ელემენტებს. "Scream"-ის ჩაწერა შედგა 1994 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკში, Hit Factory-ში და 1994 წლის დეკემბერში ედინაში, მინესოტას შტატში მდებარე Flyte Tyme Studios-ში. სიმღერამ ადრევე გაჟონა რადიოსადგურებში, მიუხედავად Epic Records-ს მცდელობისა, სიმღერა გამოსვლის თარიღამდე გამოუცემელი შეენარჩუნებინა.
ზოგადად კრიტიკოსთა შორის მოწონებული, იგი დადებითად შეადარეს მაიკლ ჯექსონის სხვა სიმღერებს. შესაბამისი მუსიკალური კლიპი რჩება მის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულად შეფასებულად; ვიდეომ მოიგო სამი MTV Video Music Awards და გრემის ჯილდო საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის . 7 მილიონი დოლარის ღირებულებით, ის გინესის რეკორდებში მოხვდა, როგორც ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მუსიკალური ვიდეო; თუმცა რეჟისორმა მარკ რომანეკმა უარყო ეს განცხადება და განაცხადა, რომ ორი სხვა მუსიკალური კლიპი იმავე ეპოქიდან "მილიონებით მეტი" ღირდა, ვიდრე "Scream"-ის კლიპი. [1]
Billboard-ის 37-წლიან ისტორიაში,"Scream" გახდა პირველი სინგლი, რომლის დებიუტი შედგა აშშ-ს Billboard Hot 100-ის მეხუთე ადგილზე. სიმღერამ ასევე მაღალი პოზიცია დაიკავა ჩარტებში იტალიაში, ახალ ზელანდიასა და ესპანეთში, ხოლო ტოპ ხუთეულში- ავსტრალიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში. მაიკლმა შეასრულა "Scream" თავის 1996-1997 წლების HIStory მსოფლიო ტურნეზე . 2009 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, ჯენეტმა შეასრულა სიმღერა 2009 წლის MTV Video Music Awards-სა და თავის 2011 წლის Number Ones, Up Close და Personal-ზე ძმისთვის პატივის მისაგებად. ჯენეტმა სიმღერა შეასრულა რამდენიმე ტურნეზე: 2015-2016 წლების Unbreakable მსოფლიო ტურნეზე, 2017-2018 წლების State of the World ტურნესა და 2023 წლის Together Again ტურნეზე.
ისტორია
რედაქტირება"Scream" არის სიმღერა, რომელიც ძირითადად მიმართულია ტაბლოიდური პრესის მიმართ. ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს ჯექსონსა და პრესას შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. 1986 წელს ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს ამბავი, რომელშიც ნათქვამია, რომ მას ეძინა ჰიპერბარიულ ჟანგბადის კამერაში დაბერების პროცესის შესანელებლად; იგი სურათზე გამოსახული იყო მინის ყუთში მწოლიარე. როდესაც ჯექსონმა შეიძინა შინაური შიმპანზე, სახელად ბაბლზი (ინგ. Bubbles), ეს იყო აღნიშნული, როგორც რეალობისგან მზარდი განშორების მტკიცებულება. [2] აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯექსონს სურდა ჯოზეფ მერიკის („ადამიან-სპილოს“) ძვლების ყიდვა. თუმცა, მან განაცხადა, რომ ამბავი არ შეესაბამება სიმართლეს როგორც ოპრა უინფრისთან[3] ინტერვიუში, ასევე ბრიტანელ ჟურნალისტ მარტინ ბაშირთან ინტერვიუში Take Two – The Footage You Were Never Meant to See. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელს ჯექსონმა შეიძინა დამამცირებელი მეტსახელი „Wacko Jacko“. აღსანიშნავია, რომ მასში ეს მეტსახელი ზიზღს იწვევდა. მან შეაჩერა პრესაში სიცრუის გაჟონვა, ამიტომ მედიამ დაიწყო საკუთარი ამბების გამოგონება. [2]
1989 წელს ჯექსონმა გამოუშვა სიმღერა და მუსიკალური კლიპი "Leave Me Alone " პრესის მიერ მის შევიწროვებაზე. მუსიკალურ კლიპში ჩანს, რომ იგი დასცინოდა არა მხოლოდ პრესას, არამედ იმ სიტუაციას, რომელშიც ის იმყოფებოდა. ვიდეოში გვხვდება მისი მეგობრის - ელიზაბეტ ტეილორისადმი მიძღვნილი სალოცავების სურათები, გაზეთები უცნაური სათაურებით; ჯექსონი ცეკვავს მერიკის ძვლებში და ანიმაციური ცხვირს სკალპელი დასდევს.
1993 წელს ჯექსონსა და პრესას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით გართულდა, როდესაც ის ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯექსონის ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა, ის მედიის ინტენსიურ შემოწმებას ექვემდებარებოდა, სანამ სისხლის სამართლის გამოძიება მიმდინარეობდა. პრეტენზიები გაშუქებისა და მედიის შესახებ მოიცავდა სენსაციური სათაურების გამოყენებას მკითხველებისა და მაყურებლების მოსაზიდად, როდესაც თავად ტექტის შინაარსი არ შეესაბამებოდა სათაურს, ჯექსონის სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების ისტორიების მიღება ფულის სანაცვლოდ, კონფიდენციალური, გამოძიების დროს გაჟონილი მასალის მიღება გადახდილი ფულის სანაცვლოდ, მის ყველაზე უარეს მდგომარეობაში გადაღებული გარეგნობის ამსახველი სურათების განზრახ გამოყენება, ობიექტურობის ნაკლებობა [4] და არაობიექტური სათაურების გამოყენება. [4] იმ დროს ჯექსონმა მედიის რეაქციის შესახებ თქვა: ”მე ვიტყვი, რომ განსაკუთრებით აღელვებული ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით წარმოუდგენელი, საშინელი მასმედიის მოქმედებების გამო. როდესაც შესაძლებელია, მედია ანაწილებს და მანიპულირებს ამ ბრალდებებზე, რათა გამოიტანოს საკუთარი დასკვნები."
ჯექსონმა დაიწყო ვალიუმის, ქსანაქსისა და ატივანის მიღება მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების მიერ გამოწვეული სტრესის დასაძლევად. მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ მან გააუქმა ტურნეს დარჩენილი ნაწილი და გადავიდა რეაბილიტაციაზე. [5] [6] ჯექსონმა დაჯავშნა კლინიკის მთელი მეოთხე სართული და მას დაენიშნა ვალიუმ IV, რათა ტკივილგამაყუჩებლებისგან მოეშორებინათ. [5] რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ბრალდებები პირველად გაშუქდა მედიის მიერ, ჯექსონმა დაიკლო დაახლოებით 10 გირვანქა (4.5 კგ) წონაში და შეწყვიტა ჭამა. [6] [7] მომღერლის სპიკერმა განაცხადა, რომ მას "ძლივს შეეძლო ინტელექტუალურ დონეზე ადეკვატური ფუნქციონირება". [6] კლინიკაში ყოფნისას ჯექსონი მონაწილეობდა ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიის სესიებში.
როდესაც ჯექსონმა დატოვა აშშ რეაბილიტაციაზე წასასვლელად, მედიამ მის მიმართ ძალიან მცირე სიმპათია გამოავლინა. The Daily Mirror-მა ჩაატარა კონკურსი "Spot the Jacko" და მკითხველს სთავაზობდა მოგზაურობას Disney World-ში, თუ ისინი სწორად იწინასწარმეტყველებდნენ შემდეგ ადგილს, სადაც გამოჩნდებოდა მომღერალი. Daily Express-ის ერთ-ერთი სათაური იყო: „Drug Treatment Star Faces Life on the Run“, ხოლო News of the World-ის სათაური ჯექსონს ადანაშაულებდა გაქცეულობაში. ეს ტაბლოიდები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ჯექსონი ევროპაში გაემგზავრა კოსმეტიკური ქირურგიის გასაკეთებლად, რათა უკან დაბრუნებული ის ვერავის ეცნო. [5] ჯერალდო რივერამ მოაწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები იყვნენ აუდიტორიის წევრები, მიუხედავად იმისა, ჯექსონის ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა.
"Scream" / "Childhood" და HIStory იყო ჯექსონის პირველი გამოშვებები ბრალდებების შემდეგ. SoundScan-ის ერთ-ერთმა ანალიტიკოსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრესა არ იყო შეხებაში საზოგადოებასთან, როცა საქმე ჯექსონს ეხებოდა; საზოგადოებას ის მოსწონდა, პრესას კი - რა. მას სჯეროდა, რომ მედიის კრიტიკოსები გაკვირვებული დარჩებოდნენ HIStory კამპანიის კომერციული წარმატებით.
დევიდ მორალესის რემიქსი სინგლის სახით გამოვიდა გაერთიანებულ სამეფოში 1995 წლის 24 ივნისს, უმაღლესი ადგილი იყო 43-ე ადგილი, ხოლო ერთი კვირის შემდეგ დაეცა 57-ე ადგილზე. სიმღერა ორი კვირის შემდეგ ჩარტებიდან ამოვარდა. [8]
1997 წელს "Scream"-ის რემიქსი მომზადდა მაიკლ ჯექსონის რემიქს ალბომისთვის Blood on the Dance Floor: HIStory in the Mix . სახელწოდებით "Scream Louder" (Flyte Tyme remix), რემიქსში გამოყენებულია ელემენტები Sly და Family Stone-ისსიმღერიდან "Thank You (Falettinme Be Mice Elf Agin)". კიდევ ერთი ოფიციალური რემიქსი ეკუთვნის Naughty by Nature-ს, სახელწოდებით "Naughty" რემიქსი, რომელსაც აქვს ახალი ურბანული R&B ინსტრუმენტული ბიტი და რეპ ლექსი, შესრულებული Treach-ის.
ალბომის ბუკლეტი
რედაქტირებაHIStory: Past, Present and Future, Book I ალბომის ბუკლეტში არის გოტფრიდ ჰელნვეინის 1981 წლის აკვარელი "Das Lied / The Song", რომელიც არის ოთახის კუთხეში მიკუნჭული ბავშვის გამოსახულება, რომელსაც თავი მაღლა აქვს აწეული და ყვირის. ჯექსონის ხელნაწერი სიმღერის ტექსტი ბავშვის გვერდით, კედელზე იყო მიწერილი. [9] ბუკლეტის ბოლოს არის ბავშვის წერილის ასლი, რომლის ადრესატია აშშ-ს პრეზიდენტი, ბილ კლინტონი. წერილებში ის პრეზიდენტს სთხოვს, დაასრულოს ომი, დაბინძურება და შეაჩეროს პრესის ნეგატიური ცნობები ჯექსონის შესახებ. [7]
- ↑ Tewksbury, Drew. (September 16, 2010) Mark Romanek: 'Never Let Me Go' Director On His Music Video Career. ციტირების თარიღი: March 13, 2022
- ↑ 2.0 2.1 „Music's misunderstood superstar“. BBC. June 13, 2005. ციტირების თარიღი: July 14, 2008.
- ↑ White, Michael. Michael Jackson's House - Michael Jackson Fan Page.
- ↑ 4.0 4.1 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისtara 500-507
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 5.0 5.1 5.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისcampbell 89-93
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 6.0 6.1 6.2 შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი
<ref>
; სქოლიოსათვისtara 524-528
არ არის მითითებული ტექსტი; $2 - ↑ 7.0 7.1 Pareles, Jon (June 18, 1995). „Pop View; Michael Jackson Is Angry, Understand?“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 June 2022. ციტირების თარიღი: July 8, 2022.
- ↑ Scream (David Morales remix) | full Official Chart History. ციტირების თარიღი: March 13, 2022
- ↑ Gottfried Helnwein | NEWS | News Update | Helnwein art-works for Michael Jackson's "HISTORY" album.