Salora (ფინური კომპანია)
Salora Oy — ფინური ელექტრო ტექნიკის კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობდა ფინეთის ქალაქ სალოში. მისი ძირითადი პროდუქტები იყო რადიო მიმღებები და ტელევიზორები. კომპანია დაარსდა Nordell & Koskinen-ის სახელწოდებით 1928 წელს, ფ.ა. ნოდელისა (F.A. Nordell) და ლაური კოსკინენის (Lauri Koskinen) მიერ.[1]
ტიპი | Osakeyhtiö (შეზღუდული კომპანია) |
---|---|
დარგი | ელექტრონიკა |
დაფუძნდა | 1928 |
დამაარსებელი |
F.A. Nordell Lauri Koskinen |
დაიხურა | 1995 |
სათავო ოფისი | სალო, ფინეთი |
პროდუქცია | ტელევიზორები, რადიო მიმღებები და სხვა. |
მფლობელი | Nokia |
1937 წელს, კომპანიამ წარმოადგინა მისი პირველი პროდუქტი ახალი ბრენდის სახელით — Salora (ორი სიტყვის კომბინაცია: Salo და radio),[2] და 1945 წელს, კომპანიის სახელი შეიცვალა და გახდა Salora Oy.[1] ამ შემთხვევაში „Oy“ არის სიტყვა „Osakeyhtiö“-ს შემოკლება, რაც ფინურად ნიშნავს შეზღუდულ კომპანიას (Limited company). 1984 წელს, Nokia-მ შეიძინა Salora, და კომპანიის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების განყოფილებას დაერქვა Nokia-Mobira Oy. 1995 წელს კი Salora საბოლოოდ შევიდა Nokia-ს შემადგენლობაში.[1]
გალერეა
რედაქტირება-
Salora-ს ადმინისტრაციული შენობა 1972 წელს
-
Salora-ს რადიო მიმღებების ქარხანა 1973 წელს
-
Salora-ს ტელევიზორების ქარხანა
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Salora-ს ისტორია და ფოტოები დაარქივებული 2015-08-10 საიტზე Wayback Machine.
- ტელევიზორის ისტორია
- რადიოს ისტორია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Liukkonen, Jukka. (December 31, 2001) Salora Oy 1928-1995 Finnish (DOC). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2014. ციტირების თარიღი: May 1, 2012.
- ↑ Salora Oy - რადიოს სახელოსნოდან საბაზრო ლიდერობამდე. Finnish Industrial Design Archives (FIDA). Central Archives for Finnish business records (Elka). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2014. ციტირების თარიღი: May 1, 2012.