SWIFT (ინგლ. Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications) — ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემა, რომელსაც ბანკები იყენებენ ინფორმაციის სწრაფი და უსაფრთხო გაცვლისათვის. იგი თავისთავად არ წარმოადგენს საგადახდო სისტემას — მხარეებს შორის არ ითავსებს ანგარიშსწორებისა და ორმხრივი კლირინგის ფუნქციებს.

შეიქმნა 3 მაისი, 1973
ტიპი ორგანიზაცია
ქვეყანა ბელგია
კავშირები OpenAPI Initiative[1]
https://www.swift.com/

დაარსდა 1973 წელს. თანადამფუძნებლები იყვნენ 248 ბანკი 19 ქვეყნიდან. SWIFT-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ლა ჰულპში (ბელგია). SWIFT არის კოოპერატიული საზოგადოება, რომელიც შეიქმნა ბელგიის კანონმდებლობით და ეკუთვნის მის წევრებს. 2015 წლის მონაცემებით, SWIFT-ის წევრები მოიცავს 11 ათასზე მეტ ფინანსურ ორგანიზაციას 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის დაახლოებით 1000 კორპორაციაში. საშუალო ბრუნვა შეადგენს 30 მილიონზე მეტ შეტყობინებას დღეში.

აბონენტების მისამართი სისტემა ეფუძნება ე.წ. BIC-ს (ინგლ. Business Identifier Code, ადრე ცნობილი როგორც Bank Identifier Code), მინიჭებული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9362-ის შესაბამისად. იგი ზოგჯერ მოიხსენიება, როგორც SWIFT-BIC, SWIFT ID ან SWIFT კოდი. პრაქტიკულად, ევროპაში გადახდის შესასრულებლად, საკმარისია მიმღების სახელისა და საბანკო ანგარიშის IBAN-ის კოდის (რომელიც უკვე შეიცავს ინტერპრეტირებულ BIC-ს) ცოდნას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SWIFT&oldid=4726331“-დან