SN 1604 ან კეპლერის ზეახალიზეახალი ვარსკვლავი ჩვენს გალაქტიკაში, რომელიც გველისმჭერის თანავარსკვლავედში აღმოცენდა 1604 წელს, მზის სისტემიდან დაახლოებით 6000 პარსეკში. მისმა მაქსიმალურმა ხილვადმა ვარსკვლავურმა სიდიდემ 2,5-ს მიაღწია.

ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი, როგორც ის ამჟამად გამოიყურება (ფერები პირობითია).

პირველად ამ ზეახალ ვარსკლავზე დაკვირვება 1604 წლის 9 ოქტომბერს მოახდინეს. კეპლერის ზეახალი მას დაარქვეს, ვინაიდან 17 ოქტომბრიდან მასზე დაკვირვებებს ახდენდა გერმანელი ასტრონომი იოჰანეს კეპლერი, რომელმაც შემდგომში იგი დაწვრილებით აღწერა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=SN_1604&oldid=2376137“-დან