R (პროგრამირების ენა)
R — სტატისტიკური ანალიზისთვის განკუთვნილი თავისუფალი პროგრამირების ენა და პროგრამული გარსია. ამჟამად R Foundation აწარმოებს R-ს მხარდაჭერას და განვითარებას [1]. R პროგრამირების ენა ფართოდ გამოიყენება მეცნიერების, სტატისტიკოსების და პროგრამისტების მიერ. ენის ძირითადი დანიშნულება არის სტატიტიკური ანალიზი, მონაცემთა მართვა და ვიზუალიზაცია.
პარადიგმა | მრავალგანზომილებიანი, ობიექტზე ორიენტირებული, იმპერატიული, პუნქციონალური, პროცედურული, რეფლექტიური |
---|---|
თარიღი | 1993 წლის აგვისტო |
კონსტრუქტორი | როსს იჰაკა, რობერტ ჯენტლმენი |
დამამზადებელი | R Core Team |
უკანასკნელი გამოშვება | 3.4.0/ 2017 წლის 4 აპრილი |
ლიცენზია | GNU General Public License |
R-ის პროგრამული გარემო შექმნილია C-ში, ფორტრანში და R-ში. თავად R-ის საწყისი კოდი ვრცელდება GNU General Public License ლიცენზიით, რამაც ხელი შეუწყო ენის პოპულარობას [2]. R ხელმისწვდომია როგორც ტექსტურ ასევე გრაფიკულ გარსებში.
ისტორია
რედაქტირებაR არის S პროგრამირების ენის იმპლემენტაცია. S შეიქმნა 1976 წელს, Bell Labs-ში, ჯონ ჩეიმბერსის მიერ, რომელიც დღესდღეობით R დეველოპმენტის მთავარი ჯგუფის წევრია. 1992 წელს როსს იჰაკამ და რობერტ ჯენტლმენმა, ოკლენდის უნივერსიტეტიდან საფუძველი ჩაუყარეს პროექტს რომელიც შემდეგში გახდა R. პროგრამირების ენის სახელი მომდინარეობს შემქმნელების სახელების (როსსი და რობერტი) პირველი ასოდან. R-ის პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა 2000 წელს [3].
მახასიათებლები
რედაქტირებაR ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სახის სტატისტიკური ანალიზისთვის და მონაცემების დამუშავებისათვის. R და მისი ჩანართები მოიცავს კლასიკურ სტატისტიკურ ანალიზს, წრფივ და არაწრფივ მოდელირებას, კლასიფიკაციას და სხვა. R ასევე ფართოდ გამოიყენება მონაცემების ვიზუალიზაციისთვის.
R-ის ერთ-ერთი მთავარი თვისება მისი ფუნქციონალური გაფართოების შესაძლებლობაა. R საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნან ჩანართები რომლებიც ენას სძენენ ახალ ფუნქციებს (მაგ.: პოპულარული ჩანართი ggplot2 მონაცემების ვიზუალიზაციისთვის). R-ის მომხმარებელთა თემი გამოირჩევა აქტიურობით, რის შედეგადაც R-მა შეიძინა დიდი რაოდენობის ჩანართი რომელიც მიმართულია როგორც ზოგადი სტატისტიკური დავალებების ასევე ნიშური პრობლემების გადასაწყვეტად. ჩანართები თავმოყრილია CRAN (The Comprehensive R Archive Network) ვებ-გვერდზე [4], რომელიც ღიად არის ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისთვის. 2017 წლის აპრილის მდგომარეობით CRAN მოიცავს 10407 ჩანართს [5]. CRAN-ზე განთავსებული ჩანართების უმრავლესობა თანდართულია ვრცელი დოკუმენტაციით რომელიც დაწვრილებით აღწერს ჩანართის გამოყენების წესებს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ R FAQ. R Foundation (2017). ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2017.
- ↑ Joab Jackson. (2014)R programming language gaining ground on traditional statistics packages. PCWorld. ციტირების თარიღი: 6 აპრილი 2017.
- ↑ R: Past and Future History -- A Free Software Project. R Foundation. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2017.
- ↑ CRAN. cran.r-project.org. ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2017.
- ↑ CRAN: Contributed Packages. cran.r-project.org (2017). ციტირების თარიღი: 7 აპრილი 2017.