QBittorrent
qBittorrent — უფასო, მრავალ-პლატფორმული BitTorrent კლიენტი. პროგრამა დაფუძნებულია libtorrent-rasterbar ბიბლიოთეკაზე.
qBittorrent დაწერილია C++ პროგრამირების ენაში (ასევე იყენებს Boost C++ ბიბლიოთეკებს) და, ამდენად, არის ადგილობრივი პროგრამა. ის ასევე იყენებს Qt framework-ის მე-4 ან მე-5 ვერსიას. პროგრამის დამატებითი საძიებო სისტემა დაწერილია Python პროგრამირების ენაში; მომხმარებლებს, რომელთაც არ სურთ Python-ის დაყენება, შეუძლიათ საძიებო სისტემა არ გამოიყენონ.
ფუნქციები
რედაქტირებაqBittorrent-ში წარმოდგენილი რამდენიმე ფუნქცია:
- თანმიმდევრული ჩამოტვირთვა (ტორენტ მედია ფაილების დასტრიმვა)
- უნიკოდის მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობა 35 ენაზე[1]
- მრავალ-პლატფორმული (Windows, Linux, Mac OS X)
- ინტეგრირებული ტორენტების საძიებო სისტემა
- ინტეგრირებული RSS ნაკადის წამკითხავი და ჩამომტვირთავი
- DHT, PeX, Encryption, LSD, UPnP, NAT-PMP, µTP
- ტორენტების რიგის მიხედვით ჩამოტვირთვა, გაფილტვრა და პრიორიტიზირება
- გამტარუნარიანობის დამგეგმავი
- IP გაფილტვრა (eMule dat ფაილები ან PeerGuardian ფაილები)
- IPv6 თავსებადი
- ტორენტ ტრეკერების კონტროლირება
- ტორენტის შესაქმნელი ხელსაწყო
- დისტანციური მართვა დაცული ვებ-ინტერფეისის გამოყენებით
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Localization of qBittorrent" დაარქივებული 2013-08-14 საიტზე Wayback Machine. . qBittorrent.org.