Point-and-click
Point-and-click — ტერმინი, რომელიც ძირითდად გამოიყენება ქვესტ თამაშებში. ლოკაციებზე გადაადგილება და ობიექტებზე ზემოქმედება ხდება მაუსის მიყვანით და „კლიკით“. ასეთი თამაშების მიზანი არის რომ მოთამაშემ შესძლოს შეზღუდული გარემოდან გამოსვლა. ზოგ შემთხვევაში მოთამაშემ უნდა იპოვოს ნივთები შემდეგ კი ამ ნივთებით გახსნას გზები სხვადასხვა მეთოდით (მაგალითად, იპოვოს გასაღები და გახსნას ჩაკეტილი კარი).
თუმცა Point-and-click გამოიყენება არა მარტო თამაშებში, მაგალითად ჰიპერლინკებში (Hyperlinks), რომელიც გამოიყენება ბრაუზერებში/ტექსტურ დოკუმენტებში და მისი მიზანია ერთი გვერდიდან მეორეზე გადასვლა.