Pepe the Frog ან ბაყაყი პეპე — პოპულარული ინტერნეტ-მიმი. ის მწვანე, ბაყაყის მაგვარი სახის და ჰუმანოიდური[1] სხეულის მქონე, გამოგონილი ანთროპომორფოზული არსებაა, რისი შთაგონებაც მეთ ფიურის მიერ Boy's Club-ში გამოქვეყნებული კომიქსი გახდა. 2008 წლისთვის, სხვადასხვა ინტერნეტ ფორუმების: Myspace, Gaia Online და 4chan-ის მეშვეობით ის პოპულარულ ინტერნეტ მემედ იქცა. 2015 წელს კი Tumblr-ზე ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ მემედ ითვლებოდა. 2016 წლის დასაწყისიდან, ფოტო ალტ-მემარჯვენე მოძრაობასთან ასოცირდებოდა. „ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგამ“ პეპე სიძულვილის გამომხატველ სიმბოლოთა სიაში დაამატა.

Pepe
პეპე
პირველი გამოჩენა 2005, Boy's Club
შემქმნელი მეთ ფიური
ინფორმაცია
სახეობა/რასა ამფიბია
სქესი მამრობითი

ბაყაყი პეპე ამერიკელმა მხატვარმა, მეთ ფიურიმ შექმნა და 2005 წელს პირველად Myspace-ის ბლოგ პოსტზე გამოაქვეყნა.[2] 2008 წლისთვის ფოტო 4chan-ის /b/ ბოარდზე აიტვირთა, სადაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. ის სწრაფად გავრცელდა 4chan-ის მომხმარებლებს შორის, რომლებმაც პეპეს სახე და მისი ორიგინალური ფრაზა სხვადასხვა სცენარებსა და ემოციებს მოარგეს, როგორიცაა მელანქოლია, სიბრაზე და გაოცება.

2015 წლისთვის, პეპეს გამოყენება საგრძნობლად გაიზარდა, რისი მიზეზიც, 4chan-ზე ატვირთული („rare Pepe“) პეპეს „იშვიათი“ ფოტოები გახდა. მისი ფოტოები, როგორც ფერწერის ნიმუში ხშირად eBay-ის აუქციონზეც კი გამოჰქონდათ.[3][4]

2016 წლის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, პეპეს ფოტოები დონალდ ტრამპის კამპანიაში აქტიურად გამოიყენებოდა. 2015 წლის ოქტომბერს დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერის (Twitter) გვერდზე გამოაქვეყნა პეპეს ფოტო, რომელიც ტრამპს გამოსახავდა და „You Can't Stump the Trump (Volume 4)“ ვიდეოსთან ასოცირდებოდა.[5] არჩევნების დღეს, როჯერ სტოუნმა და დონალდ ტრამპა ტვიტერზე ცნობილი ტვ-შოუ „The Expendables“-ს პოსტერი გამოაქვეყნეს, რომელზეც გამოსახული იყო პეპეს, ტრამპის ოჯახის წევრებისა და ალტ-მემარჯვენეებისთვის სხვა პოპულარული პიროვნებების სახეები.[6] არჩევნების განმავლობაში, გარკვეული საინფორმაციო საშუალებებისთვის პეპე თეთრ-ნაციონალიზმთან და ალტ-მემარჯვენეებთან ასოცირდებოდა.[7][8][9] 2016 წლის მაისში, ოლივია ნუციმ, The Daily Beast-ში დაწერა სტატია: „კამპანია რომლის მიზანი პეპეს (Normies)-გან გამოხსნა იყო“ და რასაც „პეპეს თეთრ-ნაციონალისტურ სიმბოლოდ გადაქცევა მოჰყვა“ რეალურად ალტ-მემარჯვენეების აშკარა მიზანს წარმოადგენდა.[10] 2016 წლის, სექტემბერს, ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის მთავარ ვებსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც პეპე დასახელდა რასისტულ სიმბოლოდ, რომელიც თეთრკანიანების უპირატესობას უსვამდა ხაზს და ფოტოს რასისტული ხასიათის მიზეზით მათ დაგმეს დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანია.[11][12]

  1. Khan, Imad. (April 12, 2015) 4chan's Pepe the Frog is bigger than ever—and his creator feels good, man. The Daily Dot. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
  2. Mazur, AJ. (August 7, 2010) Q&A with Matt Furie. Know Your Meme. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 3, 2019. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
  3. Blevins, Joe. (October 28, 2015) Read This: Could images of 4chan's "sad frog" meme actually be worth money?. The A.V. Club. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
  4. Bergado, Gabe. (September 10, 2015) The rare Pepe trade is booming on Craigslist. The Daily Dot. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
  5. Resnick, Gideon (October 20, 2015). „4chan 4 Trump“. The Daily Beast. ციტირების თარიღი: January 4, 2016.
  6. Dickson, Caitlin (September 12, 2016). „Trump's son, adviser share image featuring white nationalists' favorite cartoon frog“. Yahoo News. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  7. Sarlin, Benjy (August 25, 2016). „5 Things to Know About the 'Right'. NBC News. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  8. Dovere, Edward-Isaac (September 12, 2016). „Why Clinton's bad weekend won't rewrite the race“. Politico. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  9. Kampeas, Ron (September 1, 2016). „Do alt-right's white identity politics sanction anti-Semitism?“. J Weekly. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  10. Nuzzi, Olivia (May 26, 2016). „How Pepe the Frog Became a Nazi Trump Supporter and Alt-Right Symbol“. The Daily Beast. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  11. Chan, Elizabeth. (September 12, 2016) Donald Trump, Pepe the frog, and white supremacists: an explainer. Hillary for America. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 15, 2016. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
  12. Revesz, Rachael (September 13, 2016). „Hillary Clinton attacks Donald Trump for posting Pepe the Frog meme“. The Independent. ციტირების თარიღი: September 15, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pepe_the_Frog&oldid=4546318“-დან