OnePlus 7
OnePlus 7 და OnePlus 7 Pro — Android-სმარტფონები, წარმოებული ჩინური კომპანიის OnePlus მიერ. მოდელები დაანონსდა 2019 წლის 14 მაისს.[1]
OnePlus 7 | |
---|---|
მწარმოებელი | OnePlus |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM / CDMA / HSPA / LTE |
საოპერაციო სისტემა | Android 9.0 (Pie) |
კორპუსის ტიპი | ფაბლეტი |
მასა | 182 გრამი |
ზომა | 157,7 x 74,8 x 8,2 მმ |
OnePlus 7 Pro წარმოადგენს OnePlus-ის პირველ სამმაგი უკანა კამერით და სითხით გაგრილების სისტემით.[2]
OnePlus 7 Pro მიიღო EISA-ს ჯილდო 2019-2020 წლების თანამედროვე ინოვაციებისთვის.[3] 2019 წლის ნოემბერში AnTuTu-მა OnePlus 7 Pro შეიყვანა ყველაზე მძლავრი Android-სმარტფონების რეიტინგში.[4] OnePlus ცნობით, გაყიდვების დაწყების შემდეგ 1 წუთში გაიყიდა OnePlus 7 Pro მოწყობილობის 1 მილიონზე მეტი ცალი.[5]
მაჩვენებლები
რედაქტირებაOnePlus 7[6] | OnePlus 7 Pro[7] | |
---|---|---|
ეკრანი | 6.41
Optic AMOLED, 1080 x 2340 px, 19.5:9 |
6.67
Fluid AMOLED, 1440 x 3120 px, 19.5:9 |
ოპერატიული | 6/8 GB | 6/8/12 GB |
შიდა მეხსიერება | 128/256 GB | 128/256 GB |
კამერა | 48+5 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS | 40+8+16 MP, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps, gyro-EIS |
სელფის კამერა | 16 MP, 1080p@30fps | 16 MP, 1080p@30fps |
ჩიპსეტი | ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz | ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.78 GHz |
ოპ. სისტემა | Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5 | Android 9.0 (Pie), OxygenOS 10.0.5 |
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) | 157,7 x 74,8 x 8,2 | 162,6 x 75,9 x 8,8 |
წონა | 182 გ | 206 გ |
კამერა
რედაქტირებაორივე მოდელში სელფკამერა 16 MP-იანია. ამასთან, OnePlus 7 Pro-ის ფრონტალური კამერა ჩამალულია კორპუსში და გამოდის სურათების გადაღებისას. ამწე მექანიზმი გათვლილია 300 000 ამუშავებაზე. ამიტომ, თუ მფლობელი ძალზე ხშირად იყენებს სელფის კამერას, სმარტფონში ჩნდება სპეციალური გაფრთხილება.[8] OnePlus 7 ძირითადი კამერა ორმაგია: 48 MP + 5 MP. OnePlus 7 Pro-ს ძირითადი კამერა სამმაგია: 48 MP + 16 MP (ფართეკუთხიანი) + 8 MP. რესურსმა DxOMark შეაფასა OnePlus 7 Pro-ს კამერა 111 ქულით: 118 ქულა ფოტოსთვის და 98 ქულა ვიდეოსთვის. სმარტფონმა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა Huawei P30 Pro და Samsung Galaxy S10 5G შემდეგ.[9]
ვარიანტები
რედაქტირებაOnePlus 7 და OnePlus 7 Pro გამოდის რამდენიმე ვერსიაში გაყიდვის რეგიონის მიხედვით.[10]
მოდელი | ვერსია | რეგიონი |
---|---|---|
OnePlus 7[11] | GM1900 | Chinese / HK |
GM1901 | Indian | |
GM1903 | Europe | |
მოდელი | ვერსია | რეგიონი |
OnePlus 7 Pro[12] | GM1910 | Chinese / HK |
GM1911 | Indian | |
GM1913 | Europe | |
GM1915 | T-Mobile | |
GM1917 | North America | |
მოდელი | ვერსია | რეგიონი |
OnePlus 7 Pro 5G[13] | GM1920 | Europe |
GM1925 | Sprint, T-Mobile |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ OnePlus 7 Pro: ყველაზე იაფი ფლაგანური სმარტფონი?. Review. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-04.
- ↑ OnePlus 7 Pro official with 48MP triple cam, 6.67" 90Hz display and Warp Charge. GSMArena.
- ↑ EISA ADVANCED SMARTPHONE 2019-2020 ONEPLUS 7 PROGlobal Top 10 Best Performing Android Phones, October 2019. EISA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-29.
- ↑ Global Top 10 Best Performing Android Phones, October 2019. AnTuTu.
- ↑ Рекорды OnePlus 7 Pro. ЯВитрина.
- ↑ Full phone specifications OnePlus 7. GSMArena.
- ↑ Full phone specifications OnePlus 7 Pro. GSMArena.
- ↑ Обзор смартфона OnePlus 7 Pro: претендент на корону. 3DNews.
- ↑ Updated: OnePlus 7 Pro camera review. DXOMark.
- ↑ Chinese Vs. European version. OnePlus Community.
- ↑ OnePlus 7. All About OnePlus.[მკვდარი ბმული]
- ↑ OnePlus 7 Pro. PHONEmore.
- ↑ OnePlus 7 Pro 5G. PHONEmore.