OnePlus 6 — ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ 2018 წლის 16 მაისს ლონდონში წარმოდგენილი სმარტფონი.[1]

OnePlus 6
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / CDMA / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 8.1 (Oreo)
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 177 გრამი
ზომა 155,7 x 75,4 x 7,8 მმ

მაჩვენებლები რედაქტირება

OnePlus 6[2]
ეკრანი 6.28

Optic AMOLED, 1080 x 2280 px, 19:9

ოპერატიული 6/8 GB
შიდა მეხსიერება 64/128/256 GB
კამერა 16+20 MP, AF, HDR, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps
სელფის კამერა 16 MP, 1080p@30fps
ჩიპსეტი ოქტა-ბირთვი, 4x2.8 GHz & 4x1.7 GHz
ოპ. სისტემა Android 8.1 (Oreo), OxygenOS 10.3.1
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 155,7 x 75,4 x 7,8
წონა 177

კამერა რედაქტირება

DxoMark-მა OnePlus 6-ის კამერა 96 ქულით შეაფასა. 100 ქულა დააგროვა ფოტოს რეჟიმმა, 87 ქულა — ვიდეოს რეჟიმმა.[3]

დაცვა რედაქტირება

კომპანიის თქმით, OnePlus 6 წყალგამძლე და მტვერგაუმტარია, მაგრამ მოდელს არ გააჩნია IP სერტიფიკატი.[4][5]

პრობლემები რედაქტირება

2018 წლის ივლისში გამოჩნდა შეტყობინებები უკანა თავსახურის ბზარზე, რომელიც ჩნდებოდა ფიზიკური ზემოქმედების გარეშე ხმის გადამრთველის გვერდით. ამასთანავე სოცქსელებში გახშირდა მომხმარებელთა ჩივილები დისპლეის ციმციმის გამო. მათი თქმით, პრობლემები გამოჩნდა OxygenOS 5.1.8 პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ. პრობლემა გამოასწორეს OxygenOS 5.1.11 ვერსიაში.[6][7][8][9]

გაყიდვები რედაქტირება

კომპანიის თქმით, OnePlus 6-მა პირველ დღესვა დაამყარა რეკორდი და იქცა OnePlus-ის მოწყობილობათა შორის ყველაზე სწრაფად გაყიდვად სმარტფონად.[10][11]

2019 წლის ივნისში კომპანიამ განცხადა, რომ 22 დღეში გაიყიდა OnePlus სმარტფონის 1 მილიონი ცალი.[12]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OnePlus_6&oldid=4568912“-დან