OnePlus 5 — ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი სმარტფონი. მოდელს უნდა წოდებოდა OnePlus 4, მაგრამ ციფრი ოთხი ჩინეთში ითვლება უიღბლო ციფრად.[1] OnePlus 5 არის OnePlus 3 მოდელის მემკვიდრე.

OnePlus 5
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / CDMA / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 7.1.1 (Nougat)
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 153 გრამი
ზომა 154,2 x 74,1 x 7,3 მმ

მაჩვენებლები

რედაქტირება
OnePlus 5[2]
ეკრანი 5.5

Optic AMOLED, 1080 x 1920 px, 16:9

ოპერატიული 6/8 GB
შიდა მეხსიერება 64/128 GB
კამერა 16+20 MP, AF, HDR, 4K@30fps, 1080p@30/60fps, 720p@30/120/480fps
სელფის კამერა 16 MP, 1080p
ჩიპსეტი ოქტა-ბირთვი, 4x2.45 GHz & 4x1.9 GHz
ოპ. სისტემა Android 7.1.1 (Nougat), OxygenOS 10.0.0
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 154,2 x 74,1 x 7,3
წონა 153

DxoMark-მა OnePlus 5-ის კამერა 87 ქულით შეაფასა, ეს iPhone 7-ის მიერ მიღებულ შეფასებაზე მეტია.[3][4][5]

გამოხმაურება

რედაქტირება

OnePlus 5-ის დიზაინმა გამოიწვია კრიტიკა iPhone 7-ის დიზაინთან მსგავსების გამო.[6][7]

მომხმარებლები უჩიოდნენ „ჟელეს ეფექტს“ — გვერდზე ჩამოყოლის („დასქროლვის“) დროს ეკრანის გამოსახულება იდღაბნებოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა არ არის ეკრანის დეფექტი.[8][9]

ხელმისაწვდომობა

რედაქტირება

კომპანიის გენერალური დირექტორის კარლ პეის თქმით, OnePlus 5 გახდა კომპანიის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი, რომელმაც გაყიდვების შიდა რეიტინგში ჩაანაცვლა OnePlus 3T-ის გაყიდვები.[10]

ინდოეთში გაყიდვების სასტარტო კვირას OnePlus 5-მა დაამყარა გაყიდვების რეკორდი Amazon-ის პლატფორმაზე.[11]

2017 წლის ნოემბერში ნოემბერს OnePlus-ის ინდური ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა ვიკას აგარვალმა განაცხადა, რომ OnePlus 5-ის წარმოება შეჩერებულ იქნა რადგან კომპანია გადაერთო მოდელი OnePlus 5T-ის წარმოებასა და გაყიდვაზე.[12]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=OnePlus_5&oldid=4568911“-დან