ORZ-7 — გარე განათების სანათი. აწარმოებდა პოლონური ფირმა Mesko, ქ. სარჟისკო-კამიენნაში. აღნიშნული ტიპის სანათები იწარმოებოდა 1960-იანი წლებიდან. თავდაპირველად გამოიყენებოდა მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ნათურებისთვის, ხოლო მოგვიანებით შემუშავდა მისი ახალი მოდიფიკაცია, ORZ-7-1 რომელიც მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურებზე იყო ადაპტირებული და დაახლოებით 1985 წლამდე აწარმოებდნენ. ამ ტიპის სანათები დღემდე გამოიყენება საქართველოს რეგიონებში.

სანათი ORZ-7 მესტიაში
სანათი ORZ-7 პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ORZ-7&oldid=4109678“-დან