Nokia Lumia 930 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Microsoft Mobile-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აპარატი ანონსირებული იყო Microsoft Build 2014-ზე 2014 წლის 2 აპრილს.[1] ხელმისაწვდომია 2014 წლის ივნისიდან. Nokia Lumia 930 არსებითად Nokia Lumia Icon-ის ვერსიაა, რომელიც მხოლოდ ამერიკის სეერთებულ შტატებშია ხელმისაწვდომი.

Nokia Lumia 930
მწარმოებელი Microsoft Mobile
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1
მასა 167 გრ.
ფოტოკამერა 20მპ ZEISS ლინზით PureView
ბატარეა BV-5QW 2420 მ-ამპ 3.8V
მეხსიერება 32 გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერება

Nokia Lumia 930 და Nokia Lumia Icon დიზაინითა და ტექნიკური მონაცემებით, მათ შორის განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ Nokia Lumia 930 გაშვებულია საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე, ხოლო Nokia Lumia Icon Windows Phone 8-ზე, თუმცა 2015 წლის 11 თებერვლიდან უკანასკნელი ისიც საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე გაეშვა.

Nokia Lumia 930 წარმოდგენილია სენსორული 5 დუიმიანი ClearBlack, OLED ძირითადი ეკრანით, რომელიც გამოსახავს 16 მილიონ ფერს. გააჩნია აგრეთვე ორიენტაციისა და სიახლოვის სენსორები. აქვს ZEISS ლინზით აღჭურვილი 20 მეგაპიქსელიანი კამერა. ვიდეო გადაღება FullHD ფორმატში წარმოებს, რომლის რეზოლუცია 1080p 920x1080 შეადგენს. აპარატის ჩაშენებული მეხსიერება 32 გიგაბაიტს აღწევს, ხოლო დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერება მეხსიერება 2 გიგაბაიტიანია. სმარტფონი აღჭურვილია ძლიერი, 2420 mAh-ანი, აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 432 საათი მოლოდინის რეჟიმში და 11.5 საათი სასაუბრო რეჟიმში. იწონის 167 გრამს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება