Nokia Lumia 830 — სმარტფონი, რომელიც შემუშავებულია Microsoft Mobile-ის მიერ. მუშაობს საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1-ზე. აპარატი ანონსირებული იყო Internationale Funkausstellung Berlin-ში 2014 წლის 4 სექტემბერს[1] და ხელმისაწვდომი გახდა 2014 წლის ოქტომბერში.[2] იგი არის Nokia Lumia 820 მემკვიდრე და გაყიდულია როგორც „შესაძლებელი ფლაგმანი“.[3]

Nokia Lumia 830
მწარმოებელი Microsoft Mobile
საოპერაციო სისტემა Windows Phone 8.1 Lumia Denim
მასა 150 გრ.
ფოტოკამერა 10მპ ZEISS ლინზით PureView სენსორული 5 დიუმიანი HD ეკრანი
მეორე კამერა 0.9 MP wide-angle f/2.4 aperture 720p video at 30 fps
ბატარეა BV-L4A 2200 მ-ამპ 3.8V
მეხსიერება ინტეგრირებული მეხსიერება 16გბ და მეხსიერების გაზრდა 128გბ-მდე microSD ტიპის ბარათით

Nokia Lumia 830 წარმოდგენილია სენსორული 5 დუიმიანი ClearBlack ძირითადი ეკრანით, რომელიც გამოსახავს 16 მილიონ ფერს. გააჩნია აგრეთვე ორიენტაციისა და სიახლოვის სენსორები. აქვს Quad-core CPU, Qualcomm Snapdragon™ 400 1.2გჰც პროცესორი, 16 გიგაბაიტიანი ჩაშენებული მეხსიერება, რომლის მოცულობის გაზრდა microSD ტიპის ბარათის მეშვეობით შესაძლებელია 128 გიგაბაიტამდე. ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 1 გიგაბაიტს. აქვს 10 მეგაპიქსელიანი კამერა ZEISS ლინზით, ხოლო ფრონტალური კამერა 0.9 მეგაპიქსელიანია, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს HD ვიდეო გადაღების მხარდაჭერა 1280x720 გაფართოებით. აპარატი აღჭურვილია ძლიერი, 2200 mAh-ანი, აკუმულატორით, რომელიც აპარატს აძლევს შესაძლებლობას იმუშაოს 528 საათი მოლოდინის რეჟიმში და 14.9 საათი სასაუბრო რეჟიმში. Nokia Lumia 830 იწონის 150 გრამს.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Hachman, Mark. (September 4, 2014) Microsoft announces two Lumia phones, always-on Cortana, and clever new mobile accessories. PCWorld. IDG. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  2. Fraser, Adam. (October 1, 2014) Affordable flagship Lumia 830 sales begin. Lumia Conversations. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-11. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
  3. Arora, Nishtha. (September 4, 2014) The affordable flagship: Lumia 830. Lumia Conversations. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-10. ციტირების თარიღი: 2015-04-15.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nokia_Lumia_830&oldid=4109655“-დან